Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰილარი კლინტონის გამოსვლა სამხრეთ კორეის ქალთა უნივერსიტეტში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-03-05

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალთა  უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი ევა სამხრეთ კორეაში, სეულში მდებარეობს. თავის სიტყვაში სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების გაძლიერება ქვეყნების განვითარებისა და პროგრესის საწინდარია. „ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ქალის მნიშვნელობას და მის ჩართვას სხვადასხვა სფეროში.ნათელი უნდა გავხადოთ ის ფაქტი რომ ვერცერთი დემოკრატია ვერ იარსებებს ქალის სრული მონაწილეობის გარეშე.ეკონომიკა ვერ გახდება ჭეშმარიტად თავისუფალი ქალის ჩართულობის გარეშე.’’ განაცხადა კლინტონმა.

არსებული სერიოზული გლობალური გამოწვევების ფონზე შეუძლებელია რომელიმე ქვეყანამ უარი განაცხადოს მოსახლეობის  ნიჭიერ ნაწილზე.

ქალები ისევე როგორც მამაკაცები მუშაობენ  მშვიდობის, პროგრესისა და აღმშენებლობის მისაღწევად. ქალებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოების ყველა ასპექტში. მათ შორის ეკონომიკური კრიზისის  გადაწყვეტაში, ადამიანის  უფლებების, განათლების, ჯანდაცვის, კანონის უზენაესობისა და სამართლიან მმართვლობის საკითხებში.

სამხრეთ კორეაში ქალთა  უფლებების გდახვეწას თან ახლდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ქალების ჩაბმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, იმ ნიჭის გამოყენება, რომელიც მოსახლეობის ქალთა ნაწილში არსებობს, და არა მხოლოდ  მამაკაცების მონაწილეობამ, მნიშვნელოვან პროგრესამდე მიიყვანა სამხრეთკორეა. განცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მაგრამ არსებობს ქვეყნები სადაც ადგილი აქვს  ქალთა უფლებების შელახვას. ავღანეთის გარკვეულ ნაწილში თალიბი ლიდერები შეშფოთებულნი არიან იმ აზრით რომ დემოკრატია და თავისუფლება დაისადგურებს ამიტომ ისინი ცდილობენ ქალთა უფლებების უგულვებელყოფას.

ქალთა შეურაცხყოფა თალიბთა მმართველობის დროს შემაშფოთებელი მაგალითია იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის პარალელურად  არსებობს, საწინააღმდეგო ფაქტებიც, - დასძინა კლინტონმა.

ქალები მსოფლიოს სახვადასხვა კუთხეში განიცდიან ზეწოლას.ბირმელი აუნგ სან სუ ჯი რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიტია თავისი სიმამაცისთვის ამჟამად შიდა პატიმრობაში იმყოფება. ჩრდილოეთ კორეიდან უკეთეს პირობებში საცხოვრებლად  წამოსულთა 70% -ი ქალია. ეს სამწუხარო ფაქტია.

ჰილარი კლინტონმა აგრეთვე აღნიშნა , რომ აშშ-ი მზადაა უფრო დახვეწოს ქალთა უფლებები, რათა  მათ სწორუფლებიან და დაცულ საზოგადოებაში იცხოვრონ.სავალდებულოა  ისიც რომ  სახელმწიფოებმა  ქალთა უფლებების დაიცვან.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker