5 მარტს პარიზში შედგა ხუთი ცნობილი მეცნიერი ქალის დაჯილდოვების ცერემონია L’OREAL-UNESCO-ს პრემიით ,,ქალები მეცნიერებაში“. წელს ლაურეატები გახდნენ აკიკო კობააში იაპონიიდან, ევგენია კუმაჩევა კანადიდან, ათენ დონალდი დიდიბრიტანეთიდან, ბეატრისა ბარბუი ბრაზილიიდან და ტებელლო ნიოკონგი სამხრეთ აფრიკიდან. ყოველი ლაურეატი მიიღებს 100 ათასს ამერიკულ დოლარს.
საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეობას მიიღებს UNESCO-ს გენერალური დირექტორი კოიტირო მაცუურა და კომპანია ,,L’OREAL” -ის პრეზიდენტი ლინდსეი ოუენ-ჯონსი.
L’OREAL-UNESCO-ს პრემია ,,ქალები მეცნიერებაში“ დაწესდა 1998 წელს წახალისებისა და სწავლულ-ქალთა როლის ამაღლების მიზნით,მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მეცნიერების ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიოლოგია, გენეტიკა. ყოველწლიურად ის გადაეცემა ლაურეატებს, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს ხუთ რეგიონს – აფრიკას, ლათინურ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, აზიასა და ევროპას.
UNESCO-ს მონაცემებით ქალები წარმოადგენენ მსოფლიოს სწავლულთა საერთო რაოდენობის 27%, ნობელის ლაურეატებს შორის კი მხოლოდ 12%.