Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის რესურს ცენტი

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-02-26

25 თებერვალს გაიმართა გორის გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრის პრეზენტაცია, შიდა ქართლის ადმინისტრაციის შენობაში. პრეზენტაცია გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა რუსუდან კერვალიშვილმა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და  გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები,  შიდა ქართლის ადმინისტრაციის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მედია.

ცენტრის მიზანია შიდა ქართლის რეგიონში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და არსებული პოლიტიკური, სოციალ–ეკონომიკური და პოსტკონფლიქტური ვითარების გენდერული ანალიზის განხორციელება; ასევე მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით პოსტკონფლიქტურ ზონაში.

რესურს ცენტრი შეიქმნა 2009 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდითა და გაეროს ოთხი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამის, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ქალთა განვითარების ფონდისა და მოსახლეობის ფონდის – უშუალო მხარდაჭერით.

რესურს ცენტრის კონცეფცია ეფუძნება საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციას, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325–ე და 1820–ე რეზოლუციებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ.

ცენტრის მუშაობა ძირითადად მიმართულია შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ, ასევე რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

რესურს ცენტი აქტიურად ითანამშრომლებს მედიასთან, ჩატარდება მრგვალი მაგიდები, სემინარები და ტრენინგები სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების, ქალებისა და მამაკაცებისათვის. ცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზი (ტელ: 8 270 26645), რომელიც გაუწევს უფასო კონსულტაციებს მოსახლეობას ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ.

წყარო: პორტალი ginsc

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker