Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ერთობლივი პროექტი გენდერულ თანასწორობაზე ყაზახსტანში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-02-26

გაეროს განვითარების პროგრამა სამი წლის განმავლობაში განახორციელებს პროგრამას ყაზახსტანში.

ყაზახსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული კომისია ოჯახურ–დემოგრაფიული პოლიტიკისა და ქალთა საკითხებზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეთანხმდნენ გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტის  ერთობლივ განხორციელებაზე. ქალაქ ასტანში ხელი მოეწერა შეთანხმებას პროექტის ერთობლივ დაფინანსებაზე. დაფინანსება იქნება პარიტეტული, ანუ 300 ათას დოლარი თითოეული ქვეყნიდან. პროექტი სამ წელზეა გათვლილი, 2009 წლიდან 2011 წლამდე.

,,ეს პროექტი იქნება სოციალური. მსოფლიო კრიზისის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობის ამ ფენის მხარდაჭერა. პირველ რიგში ჩვენ ყურადღებას დაუთმობთ მცირე ბიზნესის განვითარებას, მათ შორის ქალთა ბიზნენსის. როგორც ცნობილია მცირე ბიზნესის 40 % ქალები აწარმოებენ“– თქვა ქალთა საკითხებზე პრეზიდენტთან არსებული ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გულშარა აბდიკალიკოვამ და ასევე აღნიშნა, რომ უმუშევართა შორის ძირითადად ქალები არიან.

მისი სიტყვებით პროექტი ითვალისწინებს მრგვალი მაგიდების, კონფერენციების, სასწავლო სემინარების მოწყობას. დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი ოჯახის სტატუსისა და იმიჯის გასამყარებლად. ამის გარდა პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ, კერძოდ, დადგინდება ახალგაზრდა ოჯახების განქორწინების, ბავშვებისა და დედათა სიკვდილიანობის მიზეზების ანალიზი და ა.შ.

თარგმანი: პორტალი ginsc

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker