Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტანმოვარჯიშეებს საკუთარი ჭერი აქვთ

კატეგორია: სპორტი 
2009-02-26

სანაპიროს 8_ში მდებარე 4100 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე განთავსებული ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული სპორტული ცენტრი თბილისის მერიის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციის საკუთრებაა. ეროვნული სპორტული ცენტრი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მედეა ჯუღელის სახელს ატარებს.

აწ უკვე მედეა ჯუღელის სახელობის ეროვნულ სპორტულ ცენტრში, სადაც სარემონტო სამუშაოების დასრულების მერე ექსპლოატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი სპორტული დარბაზიც, 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ცენტრის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა, თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნამგალაური, ქალაქის სპორტის სამსახურის მესვეურები, ოფიციაური პირები.

 

წყარო: გაზეთი ”24 საათი”, #38(2076), 21/02/2009

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker