Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა პარტია 9 აპრილს საყოველთაო საპროტესტო აქციას შეუერთდება

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2009-02-25

საქართველოს ქალთა პარტია ”სამართლიანობისა და თანასწორობისთვის” 9 აპრილს საყოველთაო საპროტესტო აქციას შეუერთდება, სადაც მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იქნება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ 25 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა.

აქცია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნება, როდესაც საბჭოთა ჯარებმა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბიეს. ამ დღეს 20 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი საავადმოყოფოებში გადაიყვანეს.

”ჩვენ შევუერთდებით დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელმაც სააკაშვილს დრო 9 აპრილამდე მისცა იმისთვის, რომ მან გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები და გადადგეს”, - განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ 20 იანვარს ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც ძირითადი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა იყო, ამჟამინდელ მოთხოვნასთან შეერთება ”დეკლარაციის ლოგიკური გაგრძელებაა”.

აღსანიშნავია, რომ სამპუნქტიან დეკლარაციას ათზე მეტმა პარტიამ, ძირითადად, გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ამ მოთხოვნებს შორისაა სააკაშვილის გადადგომა, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

მაღრაძის თქმით, ”ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველა რესურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, მთლიანად ამოწურა”. ”მათ დაკარგეს ხალხის ნდობა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პარტნიორად, რომელსაც შეიძლება ენდო, აღარ თვლიან. ხელისუფლება არაადეკვატური და არაპროგნოზირებადია”, - განაცხადა მან.

მაღრაძემ ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალას 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ხალხის გვერდით დადგომისკენ მოუწოდა.

”ახლა მთავარი მოსახლეობის სიმტკიცე და ოპოზიციური პარტიების ერთიანობაა”, - განაცხადა ქალთა პარტიის ლიდერმა.

 

source

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker