Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ოჯახში ძალადობა - ძალისხმევა კანონის სრულყოფისათვის

კატეგორია: ექსკლუზივი 
2009-02-18

 

 

7 თებერვალს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა კანონში - ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” - ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.


ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ექსპერტები, სახელმწიფო სტრექტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ომბუცმენის აპარატის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.


შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე  ქ-ნი ნათია წკეპლაძე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საკითხებში საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან კერვალიშვილმა.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად მომზადდა ორი სარეკომენდაციო პაკეტი. ექსპერტებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს აღნიშნული რეკომენდაციების განხილვა, არსებითისა და ეფექტურის გამორჩევა  და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ასევე შემუშავებულია და განსახილველად მზადაა 2009-2010 წლებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა.


მონაწილეებმა განიხილეს ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: კანონში გამოყენებულ ტერმინთა უზუსტობა, მაგალითად, ოჯახის წევრთა დეფინიცია; მატერიალურ-პროცესუალური მხარის არასრულყოფილება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ღონისძიებათა არაეფექტურობა და სხვა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკური პარტიის ,,ქალთა პარტია თანასწორობისა და კეთილდღეობისათვის“ ლიდერი, ქალბატონი გუგული მაღრაძე, გამოვიდა წინადადებით შეიქმნას მედიაციის საბჭო, რომელიც იქნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესახებ სადაო საკითხთა მარეგულირებელი და რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პროფესიონალი მედიატორები.


ასევე შეთავაზებულ იქნა  სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის განხილვის სფეროშიც მოხვდება ოჯახში ძალადობის კანონის ყველა მუხლი, გამონაკლისის გარეშე, ხოლო მუშაობის შედეგი იქნება დღეისთვის ასე აუცილებელი სრულყოფილი ნორმატიული აქტები. ჯგუფის შემადგებლობა უნდა დაკომპლექტდეს სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და წამყვანი ექსპერტებით.


მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალი შეხვედრის ჩატარების აუცილებლობაზე.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში - ,,საუწყებათაშორისო და საზოგადოებრივი ზომები ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოში: ერთობლივი ძალისხმევა ოჯახში ძალადობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შესასრულებლად“ -  UNIFEM TRUST FUND-ის ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: პორტალი GINSC.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker