Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორ შეიცვალა ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს ლექსიკა, რომელსაც ქალთა უფლებებზე საუბრისას ვიყენებთ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-12-27

მსოფლიოში 2010-იანი წლები ასოცირებულია ფემინიზმის მეოთხე ტალღასთან. როგორ შეიცვალა ლექსიკა, რომელსაც ვიყენებთ ქალთა უფლებებზე საუბრისას ბოლო ათწლეულის მანძილზე და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება 2020-ან წლებში?

 

 

 

 

 

 

 

ქალი და სამუშაო ადგილი

 

2010-იანი წლების დასაწყისში აქტუალური გახდა  ფრაზის "წარმატებული ქალის" თავიდან გააზრება. საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა გენდერულ გარღვევებზე, რომლებიც პროფესიონალურ ზრდას, კარიერას ეხება და იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალების რიცხვი ბევრად ნაკლებია ვიდრე კაცების. მსოფლიოში გამოჩნდა მრავალი ჯგუფი, რომლებმაც თემის ირგვლივ გააერთიანეს ქალები და ახალი ინიციატივები წამოიწყეს.

 

ამ ათწლეულმა ფემინიზმის მარადიულ კითხვაზე: „კარიერა დედობის წინააღმდეგ“ ახალი პასუხი შესთავაზა - ქალს ერთდროულად ორივე შეუძლია.

 

 

2013 წელს გამოქვეყნდა „ფეისბუქის“ ოპერაციების მთავარი ხელმძღვანელის შერილ სენდბერგის წიგნი "Lean In" ("იმოქმედე"), სადაც ის მოუწოდებს ქალებს, რისკზე წავიდნენ და ახალი გამოწვევებისკენ ისწრაფვონ, იპოვონ საქმე, რომელიც უყვართ და მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებით იყვნენ მასში ჩართულნი.

 

 

 

„იმოქმედე“ – შერილ სენდბერგის პროვოკაციული, შთამაგონებელი წიგნი ქალებისა და ძალაუფლების შესახებ – სათავეს იღებს „TED”-ში 2010 წელს წარმოთქმული, მუხტით სავსე სიტყვისგან, რომელშიც მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქალების მიერ მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავების კუთხით პროგრესი შეფერხებულია. ეს გამოსვლა სენსაციად იქცა და მას შემდეგ ის ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.

 

2014 წელს, ონლაინ მაღაზიის Nasty Gal-ის დამფუძნებელმა, სოფია ამორუსომ გამოუშვა თავისი  წიგნი „Girlboss” - ბიზნესის კეთებისა და წარმატების მიღწევის რჩევები.

 

 

თუმცა, ერთი წლის შემდეგ, Nasty Gal-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დაადანაშაულეს კომპანია ორსული თანამშრომლების დისკრიმინაციაში.

 

 

ათწლეულის ბოლოს, სრულიად ცხადი გახდა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის და კომპანიების პოლიტიკა ამ განცხადებებს რეალურად უნდა შეესაბამებოდეს.

 

ქალი და პოლიტიკა

 

მსოფლიოში ქალები პარლამენტარების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 22% -ს შეადგენენ. თუმცა ამ ათწლეულში მსოფლიო პოლიტიკაში ისინი ბევრად უფრო თვალსაჩინოები გახდნენ. 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო რბოლაში ჰილარი კლინტონმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მან ვერ მოახერხა დონალდ ტრამპის დამარცხება. ამავდროულად, თუ 1999 წელს მსოფლიოს სულ 3 ქალი- ქვეყნის მეთაური ჰყავდა, 2019 წელს მათი რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

 

 

 

ცალკეულ ქვეყნებში ვითარება უფრო დაბალ დონეზეც იცვლება. მაგალითად, გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში ქალი-კანდიდატების რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა ლიბანსა და მექსიკაში. 2018 წელს ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში ქალებმა ადგილების უმრავლესობა მოიპოვეს, ხოლო 2019 წელს ფინეთის ახალი პრემიერ- მინისტრი სანა მარინი ხუთპარტიული კოალიციის ლიდერი გახდა, სადაც დანარჩენი ოთხი პარტიის ხელმძღვანელი ასევე ქალია.


ქალი და საკუთარ სხეულზე უფლება

 

ბოლო ათწლეულის მანძილზე, რამდენიმე ქვეყანამ შეარბილა კანონმდებლობა აბორტთან დაკავშირებით. მაგალითად, 2019 წლის აპრილში სამხრეთ კორეაში საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა აბორტის აკრძალვა, რომელიც  ქვეყანაში 50-იანი წლებიდან მოქმედებდა. ახალი კანონმდებლობით უკანონოდ ჩაითვლება მხოლოდ ორსულობის მეოცე კვირის შემდეგ აბორტი.

 

 

აბორტების ლეგალიზაციას გეგმავენ ახალ ზელანდიაშიც. ქვეყანაში აბორტი ლეგალურია მხოლოდ ინცესტის შემთხვევაში, ან იმ დროს როდესაც დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

 

2018 წელს აბორტის დეკრიმინალიზირებული გახდა ირლანდიაში, ხოლო 2019 წელს   ჩრდილოეთ ირლანდიაში.

 

მეორეს მხრივ, ამ ათწლეულს რუსეთში გააქტიურდა მოწოდებები აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. პოლონეთში აბორტის სრული აკრძალვის მცდელობამ გამოიწვია მასობრივი პროტესტი. წელს აშშ-ს ხუთმა შტატმა მიიღო კანონპროექტები, რომლებიც მკაცრად ზღუდავდს ქალის აბორტის უფლებას, რამაც ასევე პროტესტის ტალღა გამოიწვია.


ქალი და ძალადობა

 

ამ ათწლეულის ერთ – ერთი უმთავრესი თემა, რა თქმა უნდა, სექსუალურ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაა. აქ ყველაზე შესამჩნევია ლექსიკის ცვლილება და ის, თუ რა უზარმაზარი ბრძოლის ველია ჯერ კიდევ წინ.

 

თუ 1992 წელს ვუდი ალენის მიმართ ყოფილი პარტნიორის მია ფეროუს მიერ წაყენებულმა ბრალდებამ, რომ იგი მის შვილზე ძალადობდა, ალენის  რეპუტაცია არ შელახა, ათწლეულის ბოლოსთვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

 

2018 წელს კომიკოსს ბილ კოსბის, რომელსაც ოცდაათზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი გაუპატიურებაში, რეალური სასჯელი განესაზღვრა.

 

2017 წელს დაიწყო ბოლო წლების ალბათ ყველაზე მასშტაბური #MeToo კამპანია ძალადობის წინააღმდეგ.

 

 

"ტვიტერზე" დაწყებული კამპანია მას შემდეგ აგორდა, რაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი უაინსტაინის შესახებ ბრალდებები გახდა საჯარო. არაერთმა ქალმა უაინსტაინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. თუმცა უშუალო ინიციატივით სატელევიზიო მსახიობი ალისა მილანო გამოვიდა. მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ხალხს მოუწოდა ამ კონკრეტული ჰაშთაგის გამოყენებით მოეყოლათ, გამხდარან თუ არა ოდესმე სექსუალური შევიწროვების ან სხვა ამგვარი ქმედების მსხვერპლნი.

 

#MeToo კამპანიას მილიონობით ქალი შეუერთდა, რომლებმაც საკუთარ სტრესულ გამოცდილებებზე ხმამაღლა ისაუბრეს. კამპანიის პარალელურად არაერთი კითხვა გაჩნდა, თუ რა არის სექსუალური შევიწროება , რითი განსხვავდება ის კომპლიმენტისგან, სად გადის ზღვარი და სხვა.

 

მრავალრიცხოვანმა ბრალდებებმა შევიწროებისა და არასათანადო სექსუალური ქცევის გამო  ფაქტობრივად დაასამარა კევინ სპეისისა და ლუი სი ქეის კარიერები. ექიმ ლარი ნასარას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობდა აშშ-ს ოლიმპიურ გუნდთან, ძალადობაში ბრალდება 150-ზე მეტმა ქალმა წაუყენა, რაც ექიმისთვის გრძელვადიანი პატიმრობით დასრულდა.

 

ქალი და დისკრიმინაცია

 

ცხადია, დისკრიმინაციაზე საუბარი ამ ათწლეულში არ დაწყებულა. თუმცა, როგორც მსოფლიო გენდერული განსხვავების ინდექსი აჩვენებს, ვერც ერთმა ქვეყანამ ჯერ ვერ შეძლო გენდერული უთანასწორობის სრულად აღმოფხვრა და მსოფლიო განვითარების ამჟამინდელი ტემპით მხოლოდ 99,5 წელიწადში შეძლებს მისგან თავის დაღწევას.

 

 

 

2010-იან წლებში გამოჩნდა დისკრიმინაციის ისეთი პრაქტიკების აღმნიშვნელი ტერმინები, რომლებზეც ადრე აქცენტი არ კეთდებოდა. მაგ. „მენსპლეინინგი“, „შუშის ჭერი“ „ვიქტიმბლეიმინგი“, „კეთილგანწყობილი სექსიზმი“ , „მიზოგინია“ და ა.შ.

 

საზოგადოებამ ქალთა მიმართ დისკრიმინაციას სხვადასხვა სფეროებში მეტად მიაქცია ყურადღება. კერძოდ, მეცნიერებაში, IT ტექნოლოგიებში და ა.შ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker