Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

15 წარმოუდგენელი შედეგი, რომელსაც ქალებმა 2019 წელს მიაღწიეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-12-23

2019 წლის მიწურულს, გადავხედოთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით მოხდა მსოფლიოში.


 

 

 

 

 

 

 

 

პირველად ისტორიაში, NASA-მ ღია კოსმოსში მხოლოდ ქალების ეკიპაჟი გაუშვა

 

 

 

 

2019 წლის 18 ოქტომბერს ნასამ ღია კოსმოსში ისტორიული ექსპედიცია გაგზავნა, რომლის შემადგენლობაში ორი ასტრონავტი ქალი, ჯესიკა მეიერი და ქრისტინა კოჰი იყვნენ. ქალთა ეკიპაჟმა ელექტროენერგიის დაზიანებული გამანაწილებელი სათადარიგოთი ჩაანაცვლა და უკან დაბრუნდა. ქალი ასტრონავტები ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ. კრისტინა კოჰიმ და ჯესიკა მეირმა იქ დაახლოებით 5 საათი გაატარეს. ღია კოსმოსში ასტრონავტი ქალების ფრენა მარტში იგეგმებოდა, თუმცა მისია გადაიდო იმ მიზეზით, რომ შესაბამისი სკაფანდრის მომზადება ვერ მოასწრეს.

 

 

აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა  თანაბარი ანაზღაურებისთვის ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში უჩივლა

 

 

 

 

აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ფეხბურთში თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნით  ფედერაციას სასამართლოში უჩივლა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მათ იმდენივე გადაუხადონ, რამდენიც კაც ფეხბურთელებს და მიუთითებდნენ, რომ წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

 

 

კოლექტიური სარჩელი 28 ფეხბურთელმა 8 მარტს შეიტანა. სარჩელში აღნიშნულია, რომ დიდი ხნის გამავლობაში კაც ფეხბურთელებთან შედარებით, ქალები მოგზაურობისას ნაკლებად კომფორტულ გარემოში იყვნენ და ვარჯიშისთვის უფრო ცუდი პირობები ჰქონდათ.

 

 

ამავე დროს, აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე კაცების ნაკრებმა. მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი და ოთხჯერ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კაცების 32 ნაკრები 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას იღებენ, ხოლო ქალების 24 ნაკრები — მხოლოდ 30 მილიონ აშშ დოლარს.

 

 

გრეტა ტუნბერგი ახალგაზრდა ეკოაქტივისტების მოძრაობას #ClimateAction-ს ჩაუდგა სათავეში

 

 

 

 

2019 წელს გრეტა ტუნბერგი, 16 წლის ეკოაქტივისტი შვედეთიდან, გახდა კლიმატის ცვლილებისთვის გლობალური მოძრაობის სახე.

 

შვედი მოსწავლის შესახებ მსოფლიომ 2018 წელს გაიგო. იმ წელს ტუნბერგმა სტოკჰოლმში, პარლამენტთან აქცია მოაწყო. განაცხადა, რომ სკოლაში პარასკევობით აღარ ივლიდა, სანამ ხელისუფლება პარიზის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა. ამის შემდეგ გრეტას სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ტუნბერგს ხშირად იწვევენ კონფერენციებზე. ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.

 

2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

 

სამიტის გახსნაზე, 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა: "ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!"

 

2019 წელს ჟურნალმა Time-მა გრეტა ტუნბერგი  წლის პერსონად დაასახელა.

 

 

ესთერ დაფლო გახდა მეორე და ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელსაც  ეკონომიკაში ნობელის პრემია გადაეცა

 

 

 

 

 

2019 წელს ნობელის სახელობის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში, რომელიც შვედეთის სახელმწიფო ბანკმა დააარსა გადაეცა ებიჯით ბანერჯს, ესთერ დაფლოს და მაიკლ კრემერს. მეცნიერებმა საზოგადოებას სიღარიბესთან ბრძოლის ახალი მიდგომა შესთავაზეს. ესთერ დაფლო მეორე და ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლაურეატია, რომელსაც პრემია ამ მიმართულებით გადაეცა. ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) ასწავლის, ასევე არის ბანერჯის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი.

 

 

სისხლის წვეთის ემოჯი, როგორც მენსტრუაციის წინააღმდეგ არსებული სტიგმის შემცირება

 

 

 

 

2019 წელს ჩვენს ცხოვრებაში 230 ახალი ემოჯი გამოჩნდა.
მათ შორისაა სისხლის წვეთის ემოჯი, რომელსაც მენსტრუაციის წინააღმდეგ არსებული სტიგმის შემცირებას უკავშირებენ.

 

2017 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული The Global Girl's Rights Charity Plan International-ის გამოკითხვით გაირკვა, რომ გოგოები და ქალები ჯერ კიდევ გრძნობენ სირცხვილს მენსტრუაციის გამო, როცა ამაზე საუბარი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უწევთ.

 

შავი ხვრელის პირველი გამოსახულება, რომლის ნახვაც ქალი მეცნიერის წყალობით გახდა შესაძლებელი

 

 

 

 

 

29 წლის მეცნიერი, ქეითი ბოუმანი გახდა ის ადამიანი, რომლის დახმარებითაც შავი ხვრელის ფოტო შეიქმნა.

 

შავ ხვრელს, რომელიც დედამიწიდან 500 მილიონ ტრილიონი კილომტერის დაშორებით მდებარეობს, ფოტო 8 ტელესკოპისაგან შემდგარმა ქსელმა (Event Horizon Telescope) გადაუღო, ბოუმანის გუნდის მიერ შექმნილმა ალგორითთმა კი ტელესკოპების მიერ გადაღებული გიგანტური ზომის  მონაცემები დაამუშავა და ფოტო იმ სახით გამოიყვანა, რომლითაც მთელმა მსოფლიომ ნახა.

 

ქეითი ბოუმანი სათავეში ედგა პროექტს, რომელშიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის, ჰარვარდ-სმიტსონური ასტროფიზიკის ცენტრისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჰავსთექის ობსერვატორიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

რეკორდული წელი ქალებისთვის სპორტში

 

 

 

 

გაეროს ქალთა კეთილი ნების ელჩმა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სუპერვარსკვლავმა მარტა ვიეირა და სილვა ავსტრალიის ნაკრების კარში გოლის გატანის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებშიც. 33 წლის ბრაზილიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს 5 სხვადასხვა ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.

 

სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. 22 წლის ბაილზმა სულ 25-ი მედალი მოიპოვა.

 

 

 

 

32 წლის შელი-ენ ფრეზერ-ფრაისი (Shelly-Ann Fraser-Pryce) გახდა ყველა დროის ერთ – ერთ უდიდესი ქალი მორბენალი, რომელმაც მსოფლიო  ჩემპიონის ტიტული 100 მეტრში მეოთხედ მოიპოვა, ხოლო მთლიანობაში ეს მისთვის მერვე ტიტული გახდა.

 

 

 

 

37 წლის სარა თომასი პირველი ქალი გახდა, ვინც ლა-მანშის სრუტე ზედიზედ ოთხჯერ გადაცურა. მცურავმა ძუძუს კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა და ეს გამოწვევა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა.

 

 

სასამართლოს განჩინება გაუპატიურების ფაქტზე ესპანეთში 

 

2019 წელს ესპანეთში სასამართლომ 14 წლის გოგოს ჯგუფურად გაუპატიურებაში ეჭვმიტანილ 5 კაცს, რომლებიც საკუთარ თავს ლა მანადას (მგლის ხროვა) უწოდებდნენ განაჩენი გამაუტანა და ამით სამართლიანობა აღადგინა.

 

ეჭვმიტანილები საბოლოოდ გაუპატიურების მუხლით გაასამართლეს, რაც კანონმდებლობით 15-დან 20 წლამდე პატიმრომას ითვალისწინებს.

 

თავდაპირველად ბრალდებულები სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში ცნო დამნაშავედ და მათ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. განაჩენს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

 

ქალები ავიაციაში ახალ სიმაღლეებს იპყრობენ

 

 

 

 

2019 წელს  ავიაციის მსოფლიოს ისტორიაში ქალებმა არაერთი ისტორიული მოვლენა ჩაწერეს.

 

ინდოეთში, 24 წლის ლეიტენანტი შივანგი ჩატურვიდი, გახდა ქვეყნის საზღვაო ძალების პირველი ქალი მფრინავი, რომელიც  რეაქტიულ თვითმფრინავს დამოუკიდებლად მართავს. ამით მან თავისი ცხოვრების ოცნება აისრულა.

 

2016 წელს ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლთა მხოლოდ 2.5%-ს შეადგენდნენ ქალები, თუმცა საჰაერო ძალების დამოუკიდებელ პილოტად ქალი არასდროს დაუნიშნავთ.

 

 

შივანგი ჩატურვიდისთან ერთად, იგივე წოდება კიდევ ორ ქალს მიენიჭა.

 

სუდანის ქალები ცვლილებების სათავეში

 

 

 

 

2019 წლის აპრილში ახალგაზრდა სუდანელი ქალის 22 წლის ალაა სალაჰის ფოტოსურათი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში ანტი-სამთავრობო აქციის დროს იყო გადაღებული, წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.

 

ის სიმღერით მიმართავდა მომიტინგეებს და შეძახილით "thawra!" ("რევოლუცია") მოუწოდებდა მათ ბრძოლისაკენ.

 

ახალგაზრდა ქალმა ქვეყნის სამხედრო შტაბთან ათობით ათასს ქალს მიმართა და მოუწოდა ხმა აემაღლებინათ ქალების სისტემატიური შევიწროების წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტი ომა ალ-ბაშირი შარიათის კანონების მეშვეობით ახორციელებდა.

 

სუდანში საპროტესტო მოძრაობის მამოძრავებელი ძალა ქალები და ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც მომიტინგეების 70%-ზე მეტს წარმოადგენდნენ.

 

2019 წლის ოქტომბერში სალაჰმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიმართა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყოს ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობა გარდამავალ პროცესებში.

 

 

სამი ქვეყანა, რომელმაც ბავშვთა ქორწინება არაკანონიერად ცნო

 

ეგვიპტეში, ტანზანიასა და ინდონეზიაში არაკანონიერად ცნეს ბავშვთა ქორწინება და ამით გოგონების მომავალს და განათლებას დაუჭირეს მხარი.

 

ბავშვთა ქორწინების შესახებ აფრიკის პირველ სამიტზე, დიდი იმამის მოადგილემ  ალ-აზხარამ შეიმუშავა და გამოაქვეყნა ფატვა ბავშვთა ქორწინების შესახებ.
ტანზანიაში უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყანაში აიკრძალა 15 წლამდე გოგონების ქორწინება, ხოლო ქორწინების ასაკი 18 წლამდე გაზარდა.

 

ანალოგიურად, სექტემბერში ინდონეზიის პარლამენტმა გაზარდა გოგონების ქორწინების ასაკი 16-დან 19 წლამდე, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსხვავება ქორწინების ასაკში, რომელიც არსებობს  გოგონებსა და ბიჭებს შორის დისკრიმინაციულია.

 

 

ფინეთის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი და კოალიციური მთავრობა, რომლის კიდევ ოთხი პარტიის ხელმძღვანელი ქალია

 

 

 

2019 წელს ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის სანა მარინი გახდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.

 

გარდა პრემიერ-მინისტრისა, ფინეთის კოალიციურ მთავრობაში კიდევ ოთხი პარტიის ხელმძღვანელი ქალია. 

 

10 დეკემბერს სანა მარინიმ (ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია) მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

 

ეს  76-ე მინისტრთა კაბინეტია ქვეყნის ისტორიაში და მის შემადგენლობაში 19 მინისტრი შედის. უნდა აღინიშნოს, რომ აქედან 12 მინისტრი ქალია, ხოლო 7 კაცი.

 

კონვენცია ძალადობისა  და სამუშაო ადგილებზე შევიწროების აღმოფხვრის შესახებ

 

2019 წელს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენცია გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს მიეძღვნა.

 

კონფერენციაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მიიღო კონვენცია ძალადობისა  და სამუშაო ადგილებზე შევიწროების აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მოძრაობა #METoo-ს  მიერ იყო ინიცირებული.

 

კონვენციის თანახმად, ძალადობამ და შევიწროებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა და საფრთხეები, რომლებიც შეუთავსებელია "ღირსეულ შრომასთან".

 

კონვენცია რატიფიცირებიდან 12 თვის შემდეგ შევა ძალაში. მისი შესრულება სავალდებულო იქნება ყველა ქვეყნისთვის, რომლებმაც დაამტკიცეს ეს დოკუმენტი.

 

 

ქალები ევროკავშირის ინსტიტუტების სათავეში

 

 

 

 

კაცების 60 წლიანი ძალაუფლების შემდეგ ევროპული ინსტიტუტების სათავეში 2 ქალი დაინიშნა. ამაზე  ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა.

 

ევროკომისიას გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლიაიენი ჩაუდა სათავეში, ხოლო ევროპის ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი - პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker