Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: გენდერული უთანასწორობა აღმოიფხვრება ...99,5 წელიდადში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-12-17

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გენდერული უთანასწორობა მსოფლიოში 2019 წელს შემცირდა, თუმცა მთლიანად აღმოიფხვრება მხოლოდ 99.5 წლის შემდეგ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით კვლავ უფრო ნაკლები უფლებები აქვთ ჯანმრთელობის, განათლებისა და პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით.

 

„ვერცერთი ჩვენგანი და დიდი ალბათობით ვერც ჩვენი შვილების უმრავლესობა,  ვერ იხილავს რეალურ გენდერულ თანასწორობას ცხოვრების მანძილზე“- წერია ანგარიშში.  

 

 

მოხსენების თანახმად, წლის განმავლობაში გაუმჯობესება ძირითადად გამოწვეული იყო პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდით.

 

ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს 95 წელი დასჭირდება, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 107 წელს შეადგენდა.

 

2019 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს პარლამენტებში ქალთა რაოდენობა გაიზარდა და 25.2% შეადგინა, ხოლო ქალი-მინისტრების რაოდენობა 21.2% გახდა. 2018 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად 24.1% და 19% იყო.

 

თუმცა, პოლიტიკა რჩება ისეთ სფეროდ, სადაც ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებია წინსვლა.  თანასწორობა განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში (შესაბამისად, 96.1% და 95.7%) ბევრად უფრო ახლოს არის ვიდრე ეს შარშან იყო. 

 

2019 წელს, გაიზარდა უთანასწორობა ეკონომიკურ სფეროში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით ეკონომიკური თანასწორობის კუთხით ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობა მხოლოდ 257 წელიწადში აღმოიფხვრება.  2018 წლის მონაცემებით კი ამას 202 წელი სჭირდებოდა.

 

2019 წელს სკანდინავიის ქვეყნები კვლავაც რჩებიან ლიდერებად გენდერული თანასწორობის საკითხებში:


 

  1. ისლანდია (100%-დან 87.7%-ი)
  2. ნორვეგია (84,2%),
  3. ფინეთი (83.2%)
  4. შვედეთი (82.0%).

 

 

 

 

პირველ ათეულში ასევე შედის:

 

ნიკარაგუა (მე -5 ადგილი და 80.4% -100%-დან),

ახალი ზელანდია (მე -6 ადგილი, 79.9%),

ირლანდია (მე -7 ადგილი, 79.8%),

 

ესპანეთი (მე -8 ადგილი , 79.5%),

 

რუანდა (მე -9 ადგილი, 79.1%) და გერმანია (მე -10 ადგილი, 78,7%).

 

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებმა  შეამცირეს გენდერული უთანასწორობა ( 100% -დან 71,5%-ი), რაც ოდნავ უკეთესი მაჩვენებელია შარშანდელთან შედარებით.

 

ამ დროისთვის, გენდერული უთანასწორობის სრული აღმოფხვრისთვის რეგიონს 107 წელი დასჭირდება.

 

ანგარიშის თანახმად, რეგიონმა სრულად აღმოფხვრა უთანასწორობა განათლების სფეროში და შეინიშნება  ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობაში 15% ზრდა.

 

ამ რეგიონის 26 ქვეყნიდან 21-ში გენდერული უთანაწორობა 100%-დან  70% -ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყანა ლატვიაა, რომელიც 78.5% -ით მე -11 ადგილს იკავებს მსოფლიო მასშტაბით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker