Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იცოდით თუ არა, რომ .....

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-12-10

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად უამრავი სიძულვილითა და ნეგატივით სავსე ამბები ვრცელდება, არის ასევე ბევრი ისეთიც, რომელიც პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

 

 

 

 

 

 

 

 

ასე მაგალითად:

 

ნორვეგიაში მიიღეს გადაწყვეტილება ლოფოტენის კუნძულებზე, სადაც ნავთობის მარაგის ღირებულება დაახლოვებით 53 მილიარდს დოლარს შეადგენს, არ გაბურღონ ჭაბურღილები, კუნძულების ეკოსისტემის შესანარჩუნებლად.

 

 

 

 

 

პირველად მალავის ისტორიაში, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი - ესტერ ჩილენჯე აირჩიეს. ამის შემდეგ ჩილენჯემ უკანონოდ ცნო 1,500 ადრეული ქორწინება და ამით არასრულწლოვანი გოგოები სკოლაში დააბრუნა.

 

 

 

 

 

შვედეთში დონორები ღებულობენ SMS-ს მადლიერების სიტყვებით ყოველ ჯერზე, როდესაც მათი სისხლი ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

 

 

 

 

ტაილანდში სუპერმარკეტებში აიკრძალა პოლიეთილენის პარკების გამოყენება და პროდუქტებს ბანანის ფოთლებში ფუთავენ.

 

 

 

 

ჰოლანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში მაწანწალა ძაღლების გარეშე.

 

სამხრეთ კორეაში დემენციასა და მარტოობასთან ბრძოლის მიზნით 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის აწყობენ საცეკვაო წვეულებებს.

 

რომში, მეტროს ბილეთის ყიდვის დროს მგზავრს შეუძლია პლასტიკური ბოთლებით გადაიხადოს მგზავრობის საფასური. ამრიგად, უკვე შეგროვდა 350,000 ბოთლი.

 

 

 

 

 

კალიფორნიაში შეიზღუდა ძაღლების, კატების და კურდღლების გაყიდვა მაღაზიებში, რათა მასახლეობამ ეს შინაური ცხოველები თავშესაფრებიდან აიყვანოს.

 

კანონის Endangered Species Act წყალობით, გადაშენების პირას მყოფი ზღვის კუს რაოდენობა 980% -ით გაიზარდა.

 

 

 

 

მთელ მსოფლიოში ბრინჯის მწარმოებელი ფერმერები პესტიციდების სანაცვლოდ დაიწყეს იხვის გამოყენება, რომელიც ანადგურებს მწერებს და ჭამს სარეველას.

 

კანადაში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ვეშაპებისა და დელფინების გამოყენებას გასართობ ინდუსტრიაში.

 

 

 

ჰოლანდიაში ავტობუსის გაჩერების სახურავებზე სპეციალურად ფუტკრებისთვის ყვავილებს რგავენ.

 

 

 

ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქალსა და მამაკაც შორის თათანაბარი ხელფასების ლეგალიზება მოახდინა.

 

 

გენმანიაში ცხოველების ნაცვლად ცირკებში მათ ჰოლოგრამებს იყენებენ, რათა შეაჩერონ მათი ექსპლუატაცია.

 

 

 

 

შვედეთმა თვითმკვლელობების რიცხვის შესამცირებლად  მსოფლიოში პირველი ფსიქიატრიული სასწრაფო დახმარება შექმნა.

 

 

ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში თითოეული გოგონას დაბადებას 111 ხის დარგვით აღნიშნავენ. ამრიგად, უკვე დაირგო 350,000 ხე.

 

 

 

 

ნიდერლანდებში, სპეციალურად ფრინველებისა და მცენარეების დასაცავად, ააგეს ხუთი ხელოვნური კუნძული. ორი წლის შემდეგ, კუნძულებზე 30,000 ფრინველი ბინადრობს და 127 სახეობის მცენარე იზრდება.

 

 

NASA– ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს, რომ დედამიწა უფრო გამწვანებულია, ვიდრე ეს 20 წინ იყო.

 

 

 

 

1994 წლიდან თვითმკვლელთა რიცხვი 38% -ით შემცირდა. ეს იმას ნიშნსვს, რომ დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიას შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker