Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატო მიქელაძის პრემიის 2019 წლის ნომინანტების სია ცნობილია

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-11-22

კატო მიქელაძის პრემიაზე წელს 16 კანდიდატია ნომინირებული. 2019 წლის კატო მიქელაძის პრემიის თემაა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთა. პრემიაზე წარდგენილნი არიან  ის ქალი უფლებადამცველები, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

 

 

კატო მიქელაძის პრემიის 2019 წლის ნომინანტები:

 

◾მანანა ქოჩლაძე
◾ხატია ღოღობერიძე
◾სალომე ზანდუკელი
◾ელისო რუხაძე
◾ლილი ფულარიანი
◾ქეთევან ხუციშვილი
◾ირა სილანტევა
◾ციცინო შენგელია
◾ლალი ჯაფარიძე
◾თამარ მაჭარაშვილი
◾თამარ ურდულაშვილი
◾თინა ბერუჩაშვილი
◾თამარ გიორგაძე
◾გულნარა ბიბილეიშვილი
◾ნანა ნერსეზაშვილი
◾ნაზელი დემურჩიან

 

 

რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

 

 

პრემია „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2013 წელს დააარსა და ყოველწლიურად ჯილდოს გადასცემს ერთ უფლებადამცველ ქალს.

 

კატო მიქელაძე XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი იყო.

 

კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისებაა.

 

 

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელები:

 

◾2018 – იდა ბახტურიძე | ფემინისტი აქტივისტი, საინფორმაციო პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთი დამფუძნებელი •სპეციალური ჯილდო სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერისთვის გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკაშვილს.

◾2017 – ქეთევან ხიდაშელი - ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი

◾2016 – ეკატერინე სხილაძე - სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი

◾2015 – ლია უკლება - ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი

◾2014 – მარინა თაბუკაშვილი - ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი

◾2013 – ეკატერინე აღდგომელაშვილი - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი


წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker