Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2019-11-13

ბოლივიას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი ჰყავს - ქვეყნის მეორე ვიცე-სპიკერი ჟანინ ანიესი. მან საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაასახელა, რაც საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ევო მორალესმა სამშობლო დატოვა და მექსიკაში გაემგზავრა.

 

ჟანინ ანიესი ე.წ. გარდამავალ პერიოდში დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას და არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

 

ვადამდელი არჩევნები ბოლივიაში 90 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

 

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი 12 ნოემბერს მექსიკაში ჩავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი უკვე მიიღო. როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, მან ქვეყანა იძულებით დატოვა, რადგან ბოლივიაში მორალესის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

 

როგორც ცნობილია, მორალესის გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს მისმა მოკავშირეებმა. მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია-ლინერმა, ასევე საკანონმდებლო ორივე პალატის თავმჯდომარეებმა, რამდენიმე მინისტრმა და გუბერნატორებმა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker