Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ ჟენევაში მიმდინარე შეხვედრაში პეკინი +25

Category: Gender in the world 
2019-10-29

29-30 ოქტომბერს, ჟენევაში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის, პასკალ ბაერისვილის თავმჯდომარეობით, იმართება ორდღიანი რეგიონალური მიმოხილვის შეხვედრა „პეკინი + 25“, რომლის მუშაობაში  700-ზე მეტი დელეგატი ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან, კავკასიასა და ცენტრალური აზიიდან ღებულობს მონაწილებას. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პეკინის დეკლარაციისა და მისი სამოქმედო პლატფორმის ვალდებულებების შესრულების პროგრესს.

 

 

 

 

 

 

 

 

რეგიონალური მიმოხილვის შეხვედრა პეკინი +25, რომელიც ორგანიზებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, მოიცავს რვა თემატურ სესიას.  სესიებზე განიხილავენ  იმ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სამოქმედო პლატფორმის განხორციელებაზე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიღწევაზე და მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის სრულ რეალიზაციაზე.

 

ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ელენა რუსეცკაია და ნათია კოსტავა. წელს ასოციაცია “ჰერა XXI” ინიციატივით და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით შემუშავდა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის ვალდებულებების შესრულების საზოგადოებრივი ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში, სადაც აღნიშნულია პოზიტიური ტენდენცია, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმულია ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში არსებული, ჯერ კიდევ რეალური გამოწვევები ქალთა უფლებების რეალიზაციის კუთხით.

 

პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა 1995 წელს ქალთა საკითხებზე გამართულ მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული მთავარი დოკუმენტია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს ეხება. დოკუმენტში დადგენილია მთავრობების ვალდებულება - ხელი შეუწყონ ქალთა უფლებების  დაცვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.
2020 წელს, ბეიჯინგის სამოქმედო პლატფორმის შექმნიდან 25 წელი შესრულდება.

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker