Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსახიობს ჯინა დევისს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ბრძოლისთვის საპატიო ოსკარი გადასცეს

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2019-10-29

ამერიკის კინოაკადემიამ, საგანგებო ცერემონიაზე ოსკარების საპატიო ჯილდოები გადასცა. აკადემიის სიაში წელს აღიარებული სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი, ოსკაროსანი მსახიობი ჯინა დევისი, იტალიელი რეჟისორი ლინა ვერტმიულერი და მკვიდრი ამერიკელი მსახიობი უეს სტუდი მოხვდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

წელს ჯიმ ჰერშოლტის სახელობის ჰუმანიტარული ჯილდო მსახიობ ჯინა დევისს ერგო და მას ოსკარი გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობისთვის გადასცეს.

ჯინა დევისი არის ჯინა დევისის მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

 

2012 წელს, იგი დაინიშნა გაეროს გოგონათა და ქალთა სპეციალურ ელჩად ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში და იკავებდა კალიფორნიის ქალთა სტატუსის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას.

 

ცერემონიაზე საპატიო ოსკარი როგორც წესი, სამ კატეგორიაში გაიცემა: აკადემიის საპატიო ჯილდო, ჯიმ ჰერშოლტის სახელობის ჰუმანიტარული ჯილდო და ირვინგ თალბერგის სახელობის მემორიალური ჯილდო.

 

კინოინდუსტრიაში გაწეული ღვაწლისთვის კინოაკადემიის საპატიო ჯილდოებს სპეციალურად შერჩეული დამოუკიდებელი საბჭო გასცემს და არა კინოაკადემიის რეგულარული წევრები.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker