Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩორჩანა-წნელისისთან რუსმა სამხედროებმა ევროკავშირის დამკვირვებლები დააკავეს — EUMM

კატეგორია: მოვლენები 
2019-10-25

24 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია ავრცელებს განცხადებას. მათივე ცნობით, ცხელი ხაზი მომხდარიდან მალევე ამოქმედდა. მისია აცხადებს, რომ მათი დამკვირვებელი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

 

"მისია ჯერ კიდევ იკვლევს მომხდარის დეტალებს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გავზარდეთ დამკვირვებელთა რაოდენობა, რაც ჩორჩანა-წნელისთან სტაბილურობის მხარდაჭერას ემსახურება", — ნათქვამია განცხადებაში.

 

EUMM ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ შეიარაღებული პირები არ აძლევენ დამკვირვებლებს საშუალებას, თავიანთი მანდატის ფარგლებში იმუშაონ. მისიის განცხადებით, ხვალ, 25 ოქტომბერს გატაცების ფაქტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ.

 

დე ფაქტო ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" აფასებს და აცხადებს, რომ "ქართული სპეცსამსახურები აქტიურად აგრძელებენ ამგვარ პოლიტიკას". მათი მტკიცებით სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker