Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩრდილოეთ ირლანდიაში აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებულია

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-10-22

დღეიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში  ლეგალიზებულია აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება.

 

ახალი კანონები გასული წლის ზაფხულში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორიტული პარტიის  წარმომადგენლების ინიციატივით შევიდა.

 

ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი ნაწილი იყო, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყო. გარდა ამისა, ინგლისის, შოტლანდიისა და უელსისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ირლანდიაში დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ნებადართული, თუ ის დედის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. უკანონო აბორტი კი 14 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა.

 

ახალი კანონის შესაბამისად, ქალებს, ყოველგვარი პირობის გარეშე, ორსულობის მე-12 კვირამდე აბორტის გაკეთების უფლება მიეცათ. 12 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ლეგალური, თუ ის ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

 

”ქალთა უფლება უსაფრთხო აბორტზე და თანაბარი ქორწინების უფლება გახდა კანონიერი ჩრდილოეთ ირლანდიაში. ეს ისტორიული მომენტია. მადლობა ლეიბორისტული პარტიის ყველა წევრს და დეპუტატს, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მისაღწევად”, - დაწერა თავის Twitter– ზე დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker