Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

National Geographic- მა ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა: საქართველო 46-ე ადგილზეა

Category: Gender in the world 
2019-10-16

ჟურნალმა National Geographic– მა  167 ქვეყანაში ქალების უსაფრთხოება შეაფასა და 2019 წლის „Women, Peace, and Security Index“-ი (WPS Index) გამოაქვეყნა.

 

 

ქვეყნების რეიტინგის შედგენისას სამი ძირითადი ინდიკატორი იყო გამოყენებული:  ქალების მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, უსაფრთხოება და სამართლიანობა, რაც დისკრიმინაციის არარსებობას გულისხმობს.

 

მკვლევარებმა ქალების უსაფრთხოების მაჩვენებელი სამი პარამეტრის მიხედვით შეაფასეს: პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შესაძლებლობა, უსაფრთხოების განცდა სახლის გარეთ და სიკვდილიანობა შეიარაღებული კონფლიქტის გამო.

 

რეიტინგის შედგენისას ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, მათი განათლების  და შემოსავლის მაჩვენებლებზე.

 

WPS Index-ის თანახმად პირველი ადგილი რეიტინგში ნორვეგიამ დაიკავა, მას მოყვება შვეიცარია და ფინეთი.

 

რეიტინგში ბოლო სამი ადგილი კი სირიას, ავღანეთსა და იემენს ერგო, ხოლო აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მონაცემების შეგროვება შეუძლებელი გახდა.

 

საქართველოში  ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დასახელდა. ინდექსის მიხედვით ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომლებიც დასაქმების სფეროში გენდერულ  დისკრიმინაციას შეეხება.
ამავე დროს, ქვეყანაში პარტნიორების მხრიდან ქალთა მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის დაბალი რისკია.

 

Women, Peace, and Security Index-ი პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა. National Geographic- ის გარდა, რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდენ ჯორჯთაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტისა და ოსლოს მშვიდობის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker