Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დაჭრა, კლინიკაში გარდაიცვალა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-10-11

ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დაჭრა, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია პირველ არხს ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში დაადასტურეს.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. კლინიკის მენეჯერი თეიმურაზ მძინარაშვილი ამბობს, რომ დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

 

"პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, უტარდებოდა სათანადო რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ეს არ იყო ცეცხლნასროლი დაზიანება. იყო მრავლობითი ტრავმა ქალას ძვლებისა და იყო ტვინის ტრავმა. იყო სისხლჩაქცევები თავის ტვინში", — განაცხადა მან.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ხელყუმბარაც. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker