Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მელინდა გეიტსი ქალთა უფლებების დაცვისთვის 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-10-04

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი აშშ-ში გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაზე 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ მან ჟურნალ Time-ში დაწერა.

 

საკუთარი საინვესტიციო კომპანია Pivotal Ventures-ის მეშვეობით მელინდა გეიტსი დააფინანსებს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა შესაძლებლობების გაფართოებისთვის ინოვაციურ სტრატეგიებს ნერგავენ.

 

კერძოდ, გეიტსი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც ქალთა პროფესიული ზრდის გზაზე არსებული წინააღმდეგობების დაძლევას და სოციალურად მნიშვნელოვან სფეროებში ქალთა წინსვლას უწყობს ხელს.

 

„მსურს, მეტ ქალს ვხედავდე ისეთ პოზიციებზე, სადაც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რესურსებს გააკონტროლებენ და პოლიტიკას ჩამოაყალიბებენ. ქალთა პოტენციალში ინვესტირება აუცილებელია“, - აცხადებს მელინდა გეიტსი.

 

2000 წელს მელინდა გეიტსმა მეუღლესთან ერთად დააფუძნა „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“, რომელიც სოციალურ, სამედიცინო და საგანმანათლებლო პროექტებს და გენდერული თანასწორობის სფეროში ინიციატივებს უჭერს მხარს.
 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker