Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

წულუკიანი ხაზარაძეს: გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გამოყო

Category: Gender in Caucasus 
2019-10-03

"თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ გაბედა ცხვირი და გამოყო, ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი", — ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მოძრაობა ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას. ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა, რომ "შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ იცის".

 

"რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას "ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები" სავარაუდოდ არ გამოეხმაურებიან. ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: "ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?". ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც", — წერს წულუკიანი.

 

მისი თქმით, რახან ამ განცხადებით ის ყველა ქალს შეურაცხყოფს, მათ შორის იმათაც, ვინც მის გარემოცვაშია.

 

"ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში "მოსვლა" რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ "მოსვლას"? თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც არ იკადრებს არც ერთი ქალი, რომ იმ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (ა-ზე რომ იწყება და ია-ზე რომ მთავრდება!), რომლის კეთების თავიც არ აქვს და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, მერე არ დაიწყებს პარტიის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაიძვრინოს! ამ თემაზე მე, ქალს, ბევრი რამე შემიძლია მოგახსენოთ, როცა მექნება ამის შესაძლებლობა! რადგან ის დროც მახსოვს, როცა "შეგარჩიეს" და მას მერე რაც იყო, ისიც კარგად მახსოვს!" — აღნიშნავს წულუკიანი.

 

მისივე თქმით, "ისეც ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში ქალებს მახსოვრობა უვარჯიშდებათ და დიდხანს ახსოვთ რაღაცები".

 

"გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი. ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს. იხუმრა, ეგონა, ალბათ..." — დასძინა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

დღეს, 3 ოქტომბერს თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის გასაკრიტიკებლად სექსისტური გამონათქვამი გამოიყენა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker