Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოძალადისთვის ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული კურსის დანიშვნა სავალდებულო ხდება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-09-20

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, პოლიციელთა ვალდებულებები ფართოვდება.
 

საკანონმდებლო ორგანომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები 82 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.
 

ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის თანამშრომელი ძალადობის განმეორების რისკების შეფასებას მოახდენს და შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს.
 

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის შესწავლის შემდეგ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი საფუძველი არ გამოიკვეთება, თუმცა ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ძალადობის განმეორების რისკი არსებობდეს, მიღებული შეტყობინების ხასიათისა და ფაქტის შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომელი ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა გადაამოწმოს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოქმში ასახოს.
 

ასევე, იცვლება დამცავი ორდერის გამოცემისას მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის რეგულაციები. ცვლილების თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის კურსის დანიშვნა არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი ხდება.
 

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე კურსის საფასურის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს მოძალადეს, მას წარმოეშობა აღნიშნული ხარჯების გაწევის ვალდებულება. თუ მოსამართლე გაათავისუფლებს პირს კურსის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, აღნიშნული კურსი დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
 

იმ პირთა ჩამონათვალს კი, ვისაც უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ორგანოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, სოციალური მუშაკიც დაემატა.
 

გარდა ამისა, დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებით კი პოლიციის აღნიშნული ვალდებულება ფართოვდება და მას ინფორმირებასთან ერთად, ასევე, დაეკისრა მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება.
 

 

პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი ხდება, გაესაუბროს მსხვერპლს, დაადგინოს მისი დამოკიდებულება მსჯავრდებული პირის მიმართ, მოიპოვოს ინფორმაცია მსჯავრდებულის დამოკიდებულების შესახებ მსხვერპლისადმი სასჯელის მოხდის პერიოდში, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, ასევე მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ძალადობის განმეორების საფრთხის შესაფასებლად. ძალადობის განმეორების რისკის შეფასების შემდეგ, თუ იარსებებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, პოლიციელი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ.
 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა.
 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.
 

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები აქმომედდება პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, გამოქვეყნებისთანავე.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker