Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თანამედროვე ბიუსტჰალტერის შექმნიდან 130 წელი გავიდა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-09-04

3 სექტემბერს აღინიშნა „თანამედროვე“ ბიუსტჰალტერის დაბადების დღე. ის უკვე 130 წლისაა.

 

 

ევროპაში ბიუსტჰალტერი გაჩნდა კორსეტებთან ბრძოლის შედეგად, რომლებიც აფუჭებდნენ ფიგურას და ვნებდნენ ქალის ჯანმრთელობას.

 

 

 

 

 

 

 

1889 წელს მდიდარმა ფრანგმა ქალბატონმა, თავდაჯერებულმა ფემინისტმა ერმინი კადოლმა პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე წარადგინა მისი შემოქმედება - მკერდის დამჭერი «le Bien-Etre», რომელიც ძალიან წააგავდა თანამედროვე ბიუსტჰალტერს. ეს იყო ორი ბამბის „ფინჯანი“, ბრეტელებით და შუაზე გაყოფილი.

 

 

 

 

1903 წელს პარიზის სამედიცინო აკადემიაში პირველად ჩატარდა ბიუსტჰალტერის ტესტირება, რომელიც ექიმი გოშ საროს მიერ იყო შექმნილი. ექიმმა ქალმა ქალებს შესთავაზა განცალკევებული სახით კორსეტი, რომელიც მხოლოდ წელს დაიჭერდა და ნაკლებად დააზიანებდა მას. ბიუსტჰალტერი კი მკერდს სასურველ ფორმაზე გააჩერებდა.

 

1907 წელს ჟურნალ Vogue- ში გამოქვეყნდა პირველი „თანამედროვე“ ბიუსტჰალტერის ფოტოები, სახელწოდებით brassière და მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მაშინდელ მოდაში. ამერიკელებმა შეამოკლეს მისი სახელი და bra უწოდეს.

 

 

 

ბიუსტჰალტერზე პირველი პატენტი სახელწოდებით Caresse Crosby 1914 წლის 3 სექტემბერს გაიცა, როდესაც ნიუ-იორკელმა მდიდარმა ქალბატონმა მერი ფელფს იაკობმა გამოგონება 1500$-ად მიჰყიდა კომპანია Warner-ს. გამოგონება მარტივი იყო, მან უბრალოდ ორი გადაკერილი ნაჭერი და შემაერთებელი ზონარი გამოიყენა, რითაც საბოლოოდ მოაშორა მოუხერხებელი კორსეტი.

 

 

 

1917 წელს სამხედრო ინდუსტრიამ ამერიკელ ქალებს მოუწოდა ხმარებიდან ამოეღოთ ისეთი ლიფები, რომელთაც ლითონის დეტალები ექნებოდათ. საბოლოოდ ამან დაზოგა 28 ათასი ტონა ლითონი, რომელიც საომარი იარაღის წარმოებაში იქნა გამოყენებული.

 

1922-იან წლებში იდა როზენტალმა თავის ქმართან ერთად დააარსა კორპორაცია Maidenform რომელმაც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბიუსტჰალტერების წარმოებით ძალიან დიდი მოგება ნახა.

 

 

 

1938 წელს ნეილონის გამოგონებამ წარმოებაში ნატურალური ქსოვილები სინთეტიკურით ჩაანაცვლა.

 

60-იან წლებში პატარა, ნულოვანი ზომის მკერდი გახდა სამაგალითო და მოდური, ფემინისტებმა 1968 წელს დაწვეს თავიანთი ლიფები და  ქალის ეს ატრიბუტი "უკანონოდ" გამოაცხადეს.

 

1994 წლიდან კი შემოდის Wonderbra - ყველანაირი ზომისა და ფორმის მკერდის მქონე ქალთა ბიუსტჰალტერები.

 

დღეს ზოგიერთ მწარმოებელს ბიუსტჰალტერის გაყიდვით წელიწადში 500 მლნ-დან 16 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეუძლია.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker