Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

Category: Gender policy 
2019-07-25

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ამ პოსტზე მან ლონდა თოლორაია შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ცაციაშვილი 1986 წელს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა. 2017 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე იყო შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2009 წლიდან ცაციაშვილი პროკურატურის სტრუქტურაში მუშაობდა, მათ შორის, 2014-2015 წლებში იყო მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი.

 

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ლონდა თოლორაია პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 11 ივნისს აირჩია. ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 21 კი წინააღმდეგი იყო.

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობას, შემდეგ დანაშაულებზე: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker