Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

Category: Trafficking 
2019-07-18

საქართველო მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლის კუთხით ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში (50 ქვეყანა) მე-18 ადგილს იკავებს - 17 მსხვერპლი 1000 მოსახლეზე. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, საქართველო ახერხებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლა განახორციელოს.

 

ამაზე მიუთითებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Walk Free"-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის სახელწოდებაა: „მონობის გლობალური ინდექსი 2018" და ითვლება მსოფლიოში ყველაზე სრულ დოკუმენტად თანამედროვე მონობის შესახებ.

 

კვლევა ითვალისწინებს მონობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა: ტრეფიკინგი, იძულებითი ქორწინება და შრომა, სექსუალური მონობა და ბავშვების გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტებში.

 

ჩამოთვლილი ფაქტორების შესწავლის შემდგომ მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის დგინდება რეიტინგი სხვადასხვა მიმართულებით.

 

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ევროპაში და ცენტრალურ აზიაში თანამედროვე მონობის ყველაზე გავრცელებული ფორმა  შრომითი ექსპლუატაციაა.
ამ რეგიონში ყოველ ათას მოსახლეზე მოდის 3.6 ადამიანი, რომელიც იძულებითი შრომის მსხვერპლია. ეს მაჩვენებელი თითქმის 10-ჯერ აღემატება იძულებითი ქორწინების რაოდენობას რეგიონში (1000 ადამიანზე 0,4 მსხვერპლი).

 

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ადამიანების ერთ მესამედზე მეტი (36%)  შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი ვალების გამო გახდა. რეგიონზე მოდის სექსუალური მონობის  შემთხვევების 14%. ამავდროულად, იძულებითი ქორწინების რიცხვი რეგიონში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა მსოფლიოში.

 

ევროპაში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მონობის ყველაზე მაღალი დონე ბელარუსის რესპუბლიკაში და ჩრდილოეთ მაკედონიაში აღინიშნება. ეს მაჩვენებელი კი რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში 39% შეადგენს.

 

ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა იძულების ყველაზე მაღალი დონე. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამ მაჩვენებლის თვალსაზრისით პორტუგალია ლიდერობს (1000 მოსახლეზე 2.5 მსხვერპლი), თუმცა იტალიაში მონობის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 145 ათასი ადამიანი.

 

კვლევის ავტორები ასევე აფასებდნენ 183 სახელმწიფოს მთავრობებს ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორებიცაა: მონობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და დახმარება, დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნა და მონობის ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას კვლევაში BBB რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა სისტემური ღონისძიებები თანამედროვე მონობის ფორმების წინააღმდეგ, რაც მოიცავს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებს, ძლიერ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს, კოორდინაციასა და თანამშრომლობას, ასევე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების სპეციალურ დაცვას.
რუსეთი ამ მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა ევროპაში.

 

ამავდროულად, Walk Free-ს და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წელს  40 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მონობის მსხვერპლი. თითქმის 100 ქვეყანაში იძულებითი შრომა კვლავ არ განიხილება დანაშაულად ან უმნიშვნელო დანაშაულად ითვლება, ნათქვამია ანგარიშში. მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ ერთ მესამედში  აკრძალულია იძულებითი ქორწინება.

 

 

როგორც კვლევაში არის აღნიშნული, იმისთვის, რომ 2030 წლისთვის მონობა აღმოიფხვრას, ჯერჯერობით არ განხორციელდა საკმარისი ძალისხმევა. ამ გლობალური მიზნის მისაღწევად, რომელიც გაეროს მიერ არის დასახული, საჭირო იქნება ყოველდღიურად 10 ათასი ადამიანის გათავისუფლება მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker