Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შესაძლოა არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-05-24

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არ არის გამორიცხული მოკლული ჩვილის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

 

თოლორაია განმარტავს, რომ ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგო ორსულობის დროს 15 წლამდე ასაკის იყო. მასთან სექსუალური კავშირი კი დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


​როგორც ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ განუცხადა, აღნიშნული საქმის ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვება ხდება.

 

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის 15 წლის იყო და ამ ასაკის პირთან ნებაყოფლობით სქესობრივი კავშირი დანაშაულია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ, დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობაც დადგება. შესაძლოა, მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker