Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2019-05-23

2019 წლის აპრილში ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, 21 მაისს კი ახლად არჩეულმა  პარლამენტმა ფიცი დადო.

 

ქვეყნის ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ქალი დეპუტატების უპრეცედენტო დიდი რაოდენობა- 47% შევიდა, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ ევროპულ საკანონმდებლო ორგანოში. საერთო ჯამში, ქალებს 350-დან 165 საპარლამენტო მანდატი აქვთ.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით ესპანეთს მსოფლიოში მხოლოდ რუანდა, კუბა, ბოლივია და მექსიკა უსწრებენ.

 

არჩევნებში გამარჯვება სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა არა უმრავლესობით. პარტია და მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პედრო სანჩესი დიდი ხნის განმავლობაში გამოდიან პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მოთხოვნით. სანჩესი გახდა პირველი პრემიერი ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 17 პოსტიდან 11 ქალებმა დაიკავეს.

 

ესპანეთის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა განაპირობა 2007 წელს მიღებულმა კანონმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებში ქალების არანაკლებ 40% უნდა იყოს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker