Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კანონპროექტი: მოძალადისთვის ქცევის შესაცვლელი კურსების დანიშვნა სავალდებულო იქნება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-05-22

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ქალთა მიმართა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში შესატან რიგ ცვლილებებს.

 

პროექტის მიხედვით, სკოლები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.

 

კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის თანამშრომელი შეაფასებს ძალადობის განმეორების რისკებს და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

■გამოსცემს შემაკავებელ ორდერს;

■ან არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

თუ ინციდენტის შესწავლის შემდეგ არ გამოიკვეთება შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი საფუძველი, თუმცა შეიძლება არსებობდეს ძალადობის განმეორების რისკი, პოლიცია ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს არსებული მდგომარეობა და ინფორმაცია ასახოს ოქმში.

 

"ინციდენტის შემდგომი მდგომარეობის გადამოწმების მექანიზმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციის ეპიზოდური ჩართულობა შეიცვალოს პროცესზე დაკვირვებისა და განგრძობადი რეაგირების პროცესით", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

პროექტის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე კურსის დანიშვნა იქნება არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი.

 

კანონპროექტით, ცვლილება შედის იმ პირთა ჩამონათვალში, ვისაც უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ორგანოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ამ სიას დაემატება სოციალური მუშაკიც.

 

საკანონდებლო ცვლილებები პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობის ფაქტების პრევენციასა და დროულ რეაგირებას უკავშირდება. ასევე, გათვალისწინებულია მონიტორინგის მექანიზმიც.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ძალადობის ფაქტზე პოლიციის რეაგირების ღონისძიებების დეტალური რეგლამენტაცია და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის ზომების გაუმჯობესება.


წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker