კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-05-20
ჟურნალ Time- მა აირჩია გრეტა ტუნბერგი, 16 წლის
ეკო-აქტივისტი, თავის გმირად.
აპრილში TIME- ის მიხედვით ტუნბერგი მსოფლიოში 100
ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდა.
ჟურნალის ახალი ნომერი ეძღვნება მომავალი თაობის
ლიდერებს და სიაში ტუნბერგთან ერთად ასევე შევიდნენ მომღერალი როსალია, მსახიობი
ტესა ტომპსონი, პროფესიონალი კიბერსპორტსმენი კიმი სეონი და სხვები.
"როდესაც ტუნბერგმა კლიმატის ცვლილება შეისწავლა
სკოლაში ის თერთმეტი წლის იყო და ამ თემამ მასზე საოცრად ძლიერი გავლენა მოახდინა.
მან განიცადა მძიმე დეპრესია. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერმა გაუარა, თუმცა გასულ
გაზაფხულს მასში პროტესტმა კვლავ გაიღვიძა ", - წერია ჟურნალში.
გასულ ზაფხულს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ გრეტა
ტუნბერგმა აქცია გამართა. ის აცხადებდა, რომ სკოლაში არ ივლის მანამ, სანამ შვედეთი
არ შეასრულებს პარიზის ხელშეკრულების პირობებს, რომელიც სათბურ აირებს
ეხება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში გრეტა
ტუნბერგი შვედეთისა და ნორვეგიის პოლიტიკოსებმა წარადგინეს ნობელის მშვიდობის
პრემიაზე გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მანამდე
მან მიიღო მონაწილეობა გაეროს ყოველწლიურ კონფერენციაზე კლიმატის საკითხებზე, ასევე
ჰქონდა გამოსვლა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში და TED-ის ღონისძიებაზე
სტოკჰოლმში, როგორც მოწვეულ სპიკერს.
|