Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქაშმირში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე 3 წლის გოგონას გაუპატიურების შემდეგ

Category: Gender based violence 
2019-05-15

ინდოეთის სადავო ქაშმირის რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტა 3 წლის გოგონას გაუპატიურება.

 

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სექსუალური ძალადობის უმწვავესი პრობლემის გადაჭრას და მოძალადეების სიკვდილით დასჯას. ზოგიერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ მათ აღარ აქვთ იმის იმედი, რომ ხელისუფლება დაიცავს ქალებისა და გოგონების უსაფრთხოებას.

 

აქციის დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა, რომლის მიმართ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

 

როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, პოლიციამ 3 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი დააკავა და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის ინფორმაციით გოგონა 8 მაისს საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

სიტუაცია გამწვავდა იმის შემდეგ, როცა ეჭვმიტანილის ოჯახმა წარუდგინა პოლიციას დაბადების მოწმობა, რომლის მიხედვითაც მოძალადე არასრულწლოვანია. აქციის მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ მოძალადე მინიმუმ 20 წლისაა.

 

2018 წელს ინდოეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს სიკვდილით დასჯიან.

 

გადაწყვეტილება მიღებული იქნა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ადმინისტრირებულ ქაშმირის ზონაში მუსლიმ არასრულწოვან გოგონაზე სექსუალურმა ძალადობამ გამოიწვია.

 

ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით ბავშთა მიმართ სექსუალური ძალადობის 18 862 შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს მხოლოდ ქაშმირში ქალთა მიმართ ძალადობის 3168 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 8% იყო გაზრდილი.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker