Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ელა მარკმანი- ქალი, რომელიც სტალინის სისხლიან რეჟიმს ებრძოდა

Категория: Интересное 
2019-05-09

პოლიტპატიმრებს შორის, რომლებმაც საბჭოთა ბანაკების, ე.წ გულაგის ჯოჯოხეთი გაიარეს, ბევრი ქალი იყო. 1950 წლის სტატისტიკის მიხედვით, მათი რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო.

 

 

არქივში შემონახულია იმ ქალბატონთა საქმეები, რომლებიც ცდილობდნენ სტალინის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლას.

 

ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ელა მარკმანი (კომუნელა მარკმანი), ორგანიზაცია „სიკვდილი ბერიას“ ერთადერთი ქალი წევრი.

 

ელა მარკმანი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.  მამა, ამიერკავკასიის ტყის მრეწველობის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს და დახვრიტეს, დედა კი 1938-დან 1942 წლამდე იმყოფებოდა კარლაგის კოლონიაში.

 

1937 წელს ელა და მისი და საბავშვო სახლში გაგზავნეს, საიდანაც ბავშვები მამიდამ, ფანი მარკშაფმა გამოიხსნა. 1941 წელს, ელა საცხოვრებლად ბათუმში, დედის დასთან გადავიდა. გოგონამ სკოლა „ოქროს მედალზე“ დაამთავრა და შემდეგ ტაშკენტის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზეც ჩააბარა.

 

 

 

ელას მამა კომუნისტი იყო, ამიტომ შვილიც კომუნისტურ იდეებზე აღზარდა, პატარა ასაკიდანვე ასწავლიდა გოგონას, რომ ყოველთვის მხნედ ყოფილიყო და ებრძოლა. ამის მიუხედავად, 1943 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ელა მარკმანი "ანტისაბჭოთა ქმედებებში" აქტიურად ჩაერთო. ის დაბრუნდა თბილისში და ხუთ მეგობართან ერთად ორგანიზაცია "სიკვდილი ბერიას" შექმნა. ორგანიზაციაში ელა ერთადერთი ქალი იყო. მასში გაწევრიანებული თბილისელი ახალგაზრდები, რომლებიც ელას სკოლის მეგობრები იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ ბერიამდე მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე სტალინამდე, რომელსაც მთავარ მტრად აღიქვამდნენ. ამბობდნენ, რომ სტალინი ვერ იტანდა საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისს.

 

"მოქალაქეებო, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა ემართება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს! ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები დახვრიტეს, НКВД ათასობით თანამშრომელს აქვს პარტიული ბილეთი, ამიტომ ეს ბილეთიც ფიქციური გახდა. ძაღლმა სტალინმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, ნუ დგახართ მუხლებზე, წამოდექით და იბრძოლეთ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება", - სწორედ ამ შინაარსის პროკლამაციებს ავრცელებდა იატაკქვეშა ორგანიზაცია საზოგადოებაში. ახალგაზრდები ცდილობდნენ რეჟიმის წინააღდეგ გაელაშქრათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

 

 

ახალგაზრდა ელა იმაზეც კი იყო თანახმა, რომ შეფარულად ბერიას საყვარელი გამხდარიყო და ასე მოეკლა, რადგან როგორც ყველამ იცოდა, ბერიას სისუსტეს ახალგაზრდა და ლამაზი ქალები წარმოადგენდა.

 

 

1948 წელს, ანტისაბჭოთა ქმედებების გამო, დაჯგუფების წევრები დააკავეს და 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 5 თვის განმავლობაში, საქმის გამოძიების მიმდინარეობისას, მარკმანს აწამებდნენ. საბოლოოდ განაჩენი სამხედრო ტრიბუნალმა გამოიტანა. მოსამართლის განცხადებით, ემას მარკმანის ქმედება დახვრეტას ითვალისწინებდა, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის კოლონიაში გაეგზავნათ. წლების შემდეგ, ელა იხსენებდა განვლილ ცხოვრებას და ამბობდა, რომ არ ნანობდა არაფერს...

 

 

 

1956 წელს, მარკმანის საქმე გადაიხედა და ის პატიმრობიდან უმაღლესი საბჭოს კომისიის დადგენილებით იყო განთავისუფლებული. თბილისში დაბრუნებულმა მან იოსებ სოკოლოვზე იქორწინა. მათ ვაჟი გაუჩნდათ, თუმცა წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.

 

 

მარკმანი აღარ მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში, მუშაობდა ერთ-ერთ სამინისტროში სასწრაფო დახმარების დისპეჩერად. მისი გათავისუფლების შემდეგ ბევრს მოგზაურობდა.

 

ელა მარკმანი მხოლოდ 1968 წელს იყო რეაბილიტირებული. ის 2015 წლის 29 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა.

 

 

 

 

Источник 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Жанин Аньес стала новым президентом Боливии

Правительство Бельгии впервые возглавила женщина

Впервые главой столицы Колумбии избрана женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker