Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მალაიზიაში, პირველად, ქვეყნის მთავარ მოსამართლედ ქალი დაინიშნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-05-06

ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ტენგკუ მაიმუნ ტუან მატი გახდა პირველი ქალი, რომელიც მთავარ მოსამართლედ დაინიშნა მალაიზიაში. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

ტენგკუ მაიმუნ ტუან მატი არის ეთნიკური მუსულმანი და ითვლება ერთ-ერთ პროგრესულ მოსამართლედ ქვეყანაში.

 

ბოლო წლებში  მალაიზიის სასამართლოებში გაიზარდა ქალი მოსამართლეების რიცხვი და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ქალის დანიშვნა მთავარ მოსამართლედ ხელს შეუწყობს გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ შემთხვევების დაბალი გამოვლენისა და დასჯის პრობლემის გადაჭრას.
მალაიზიაში ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 10 810 შემთხვევიდან, რომელიც რეგისტრირებულია 2015-2016 წლებში, მხოლოდ 7%-ზე იყო გამოტანილი განაჩენი.
როგორც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშნული, 2005-2014 წლებში ქვეყანაში დაფიქსირდა 28 700 გაუპატიურების შემთხვევა და აქედან ბრალდებულების მხოლოდ 3% იქნა ცნობილი დამნაშავედ.
როგორც აღნიშნულია მოხსენებაში ხანდახან ქალებს განქორწინების და ოჯახში ძალადობის საქმეებზე  სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წელი უწევთ ლოდინი.
მალაიზიის მთავრობამ, რომელიც ერთი წლის წინ მოვიდა ხელისუფლებაში, პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა ქალების უფლებრივ მდგომარეობას.
თუმცა, ქალთა  ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ვერ შეასრულა საარჩევნო დაპირებები.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker