Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოში სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი ხდება

Category: Gender based violence 
2019-05-03

საქართველოს პარლამენტმა "სექსუალური შევიწროების შესახებ კანონს"  მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი და 102 ხმით დაამტკიცა.

 

კანონის მიხედვით, ცვლილება შედის ოთხს კანონში - შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

 

კანონში შევიწროება განმარტებულია როგორც პირის დევნა, იძულება ან მის მიმართ სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

 

ამასთან, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას, ასევე დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

 

კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი იქნება. სექსუალური შევიწროების კონტროლი საჯარო სივრცეში პატრულს დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ამგვარ ქმედებას პირველი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიდენს, მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

 

უფრო მკაცრია კანონი არასრულწლოვნის, ორსულისა და შშმ პირის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 800 ლარია, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.

 

კანონის მიხედვით, იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა მის რეკომენდაციას. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ექნებათ ვალდებულება 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

 

ასევე 1 წლამდე იზრდება სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვის ვადა.

 

კანონის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოში მიმართვის სამთვიანი ვადა ხანდაზმულობის სხვა ვადებთან შედარებით ძალიან მცირეა და საქმის მასალების მოსამზადებლად საკმარისი არ არის.

 

კანონპროექტი ინიცირებული იყო პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10% -სამუშაო ადგილზე.
 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker