Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სამხრეთ სუდანში, იძულებით ქორწინებაზე უარის თქმის გამო გოგონა სიკვდილამდე სცემეს

Category: Gender based violence 
2019-05-01

სამხრეთ სუდანში ძმებმა სიკვდილამდე სცემეს 20 წლის გოგონა, რომელმაც  უარი განაცხადა მშობლების მიერ ორგანიზებულ ქორწინებაზე.

 

სუდანის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მშობლები აიძულებდნენ გოგონას დაქორწინებულიყო მამაკაცზე, რომელმაც ოჯახს მის სანაცვლოდ ორმოცი ძროხა შესთავაზა. მინისტრმა აღნიშნა, რომ  მკვლელობის ბრალდებით დააკავეს  კაცი, გოგონას მამა და ძმები.

 

სამხრეთ სუდანში ბევრი ოჯახი იძულებით აქორწინებს შვილებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკის გოგონებს.
2018 წელს სამხრეთ სუდანში Facebook აუქციონზე 17 წლის გოგო გაყიდეს.
აუქციონში 5 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ სუდანის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ.
როგორც ცნობილია, ოჯახმა 17 წლის გოგო პატარძლის სტატუსით, - 500 ძროხის, 3 ძვირადღირებული მანქანისა და 10 000 დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

 

UNICEF-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ სუდანში ლეგალური ასაკი ქორწინებისთვის 18 წელია, 52%-ზე მეტი სუდანელი გოგო აღნიშნულ ასაკამდე ქორწინდება.

 

 

 

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker