Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პოლონეთში ათასობით მასწავლებლები დემონსტრაციას მართავენ

კატეგორია: მოვლენები 
2019-04-23

პოლონეთში ანაზღაურების მომატების მოთხოვნით მასწავლებლების მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარეობს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, რამდენიმე ათასი მასწავლებლები მთელი ქვეყნიდან ჩავიდა და განათლების სამინისტროს წინ შეიკრიბა.

 

პოლონელმა მასწავლებლებმა უვადო გაფიცვის შესახებ ორი კვირის წინ განაცხადეს. მათი მთავარი მოთხოვნა თვიური ანაზღაურების 260 დოლარით მომატებაა. ვითარებას ართულებს ფაქტი, რომ ქვეყანაში 10 აპრილის შემდეგ სასკოლო გამოცდები მიმდინარეობს. სკოლების დიდ ნაწილში კი სადაც გამოცდები ტარდება, მასწავლებლები გაფიცულები არიან. ამიტომ ხელისუფლებას მოხალისეებისგან საგამოცდო კომისიის ფორმირება უმოკლეს ვადაში მოუხდა. ამის მიუხედავად, გამოცდების ჩაბარება მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა.

 

პოლონეთის მასწავლებელთა კავშირის ინფორმაციით, უდავო გაფიცვაში მონაწილეობას სკოლების 75 პროცენტი იღებს. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება. მათი თქმით, გაფიცვას სკოლების მხოლოდ 50 პროცენტი შეუერთდა.

 

ამ მომენტისთვის მთავრობა აქტივისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker