Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

23 მილიონი დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონა. მეცნიერებმა მსოფლიოში სელექციური აბორტის მსხვერპლი დაითვალეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-04-19

დაახლოებით 23 მილიონი გოგონა არ დაიბადა მსოფლიოში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშობლებს არ აწყობდა მომავალი შვილის სქესი და ამის გამო გადაწყვიტეს შეეწყვიტათ ორსულობა.

 

ამის შესახებ ნათქვამია ფართომასშტაბიან კვლევაში, რომელიც  ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

მეცნიერებმა გააანალიზეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შობადობის მონაცემები და დაასკვნეს - მსოფლიოში დაიბადა უფრო მეტი ბიჭი და არსებითად ნაკლები გოგონა.

 

ეს ტენდენცია ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა, ლომის წილი შეწყვეტილი ორსულობების მოდის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებზე - ინდოეთსა და ჩინეთზე.

 

ბუნებრივი თანაფარდობის დროს 105 ბიჭზე საშუალოდ 100 გოგო იბადება. წლიდან წლამდე ეს თანაფარდობა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს, თუმცა მიუხედავად ქვეყნისა ის ზოგადად უცვლელი რჩება .

 

ტექნოლოგია, რომელიც თითქმის 40 წლის წინ გამოჩნდა და ნაყოფის სქესის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, სელექციური აბორტების პრაქტიკა წარმოშვა.

 

202 ქვეყანაში 1970-დან 2017 წლამდე დაბადებულთა სტატისტიკური მონაცემების შესწავლის შემდეგ, ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ანომალიური შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დროს ახალშობილების სქესის თანაფარდობა მკვეთრად და არაპროპორციულად იცვლებოდა.

 

მაგალითად, ჩინეთში 2005 წელს საშუალოდ 100 ახალშობილ გოგონაზე 118 ბიჭი მოდიოდა, ხოლო ინდოეთში - 111.

 

ბიჭების დაბადების ანომალიური მაჩვენებლები დაფიქსირდა კიდევ ცხრა ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ვიეტნამი, საქართველო, ტაივანი, ტუნისი, მონტენეგრო და სამხრეთ კორეა.

 

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების რაოდენობის ზრდა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1992 წლებში და დაემთხვა მშობიარობის მაჩვენებელის ვარდნას.

 

თუ საქართველოში თანაფარდობა თითქმის გათანაბრდა (2008-2012 წლებში ქვეყანაში ყოველ ახალშობილ 112 ბიჭზე 100 გოგონა მოდიოდა), სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების პრაქტიკა ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული და 2017 წელს ამ ქვეყნებში 100 ახალშობილ გოგონაზე საშუალოდ 112-113 ბიჭი მოდიოდა.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა.

 

შობადობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი 2016 წელი იყო – საქართველოში სულ 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან 27 682 გოგონაა, ხოლო 28 887 ბიჭი. ბოლო ცხრა წლის მონაცემები კი ცხადყოფს, რომ სქესის ნიშნით სხვაობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2008 წელს, როცა 24 845 გოგო და 31 720 ბიჭი დაიბადა.
შეგახსენებთ, რომ სქესის სელექცია წარმოადგენს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker