Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არგენტინაში სექსუალური შევიწროება კანონით დაისჯება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-04-19

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს. კანონს მხარი პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კანონის დარღვევას შესაძლოა ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან პატიმრობა მოჰყვეს. კანონით იკრძალება სექსუალური ხასიათის კომენტარები, ნებართვის გარეშე ვიდეოს გადაღება, ზედმეტი ფიზიკური კონტაქტი, უხამსი ჟესტები და ადევნება. შევიწროებისგან დაზარალებული ქალებისთვის სპეციალური „ცხელი ხაზი“ შეიქმნება.

 

სექსუალური შევიწროების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით, ქვეყნის კონგრესმა ასევე შეიმუშავა და დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მოძალადეების დასჯას ითვალისწინებს.

 

წინადადება, რომელიც მომავალ საპარლამენტო სხდომაზე იქნება განხილული, სექსუალური შევიწროებისთვის  მოძალადის დასჯასა და 23-დან 360-მდე აშშ-ს დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

 

თუ დაზარალებული 18 წლისაა, მოძალადე კი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჯარიმის ოდენობა 120 - დან 715 აშშ დოლარამდე იზრდება .

 

ლათინოამერიკული საზოგადოებრივი მოძრაობა MuMaLa-ს მონაცემებით, არგენტინაში ქალების თითქმის 100% სხვადასხვა დროს ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი გამხდარა. მათგან ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მათი მისამართით ქუჩაში უხამსი კომენტარები მოუსმენიათ, ხოლი 47% ადევნების მსხვერპლი გამხდარა.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker