Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ამერიკელი ასტრონავტი ქალი კოსმოსში უწყვეტად ყოფნის რეკორდს დაამყრებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-04-18

აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) ასტრონავტ კრისტინა კოხის მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის თებერვლამდე გააგრძელა.

 

NASA- ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოხი ქალთა შორის კოსმოსში უწყვეტად ყოფნის რეკორდს დაამყრებს და მისი ორბიტაზე ყოფნის ხანგრძლივობა 328 დღეს შეადგენს.

 

"ერთმა თვემ ჩაიარა, დარჩა კიდევ 10,"-  დაწერა კოხმა თავის Twitter- ზე. 

 


 

 

 

ამ დროისთვის, კოსმოსში უწყვეტად ყოფნის რეკორდი ეკუთვნის ამერიკელ ასტრონავტს პეგი უიტსონს - 288 დღე.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში, პირველად ისტორიაში, ორი ასტრონავტი ქალის, კრისტინა კოხისა და ენი მაკლეინის ღია კოსმოსში გასვლა იგეგმებოდა, თუმცა  NASA- მ ის გადადო. მიზეზი კი ის გახდა, რომ  კოსმოსში გასაშვები შესაბამისი სკაფანდრის მომზადება ვერ მოხერხდა.

 

ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ღია კოსმოსში მხოლოდ ქალები გავიდოდნენ.

 

როგორც „ნასაში“ განმარტეს, სამწუხაროდ ასტრონავტმა ქალებმა საკმაოდ გვიან აღმოაჩინეს, რომ მათ ერთნაირი ზომის სკაფანდრი ერგებათ, ხოლო სადგურზე ასეთი მხოლოდ ერთია.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker