Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი

Category: Gender based violence 
2019-04-17

საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ გენდერული საბჭოს კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.


სექსუალური შევიწროების შესახებ გენდერული საბჭოს კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარდაჭერაღა დარჩა. იმისთვის, რომ ცვლილებები კანონებში აისახოს, საჭიროა 76 დეპუტატის ხმა. გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტს მხარდაჭერა ჰქონდა როგორც კომიტეტებში, ასევე პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოა, რომ ის მესამე მოსმენითაც გავა.

 

ინიციატივის მიხედვით, ცვლილება შედის ოთხს კანონში - შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

 

კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების კონტროლი საჯარო სივრცეში პატრულს დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ამგვარ ქმედებას პირველი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიდენს, მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

 

ჯარიმა გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ქმედებას დამამძიმებელი გარემოებები ექნება, როგორიცაა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორსულის მიმართ, შშმ პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროება. ასეთ შემთხვევაში პირს ჯარიმა 500-დან 800 ლარამდე დაეკისრება. თუ პირი ამგვარ ქმედებას გაიმეორებს, ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

 

გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა მის რეკომენდაციას. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ექნებათ ვალდებულება 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

 

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტით, სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვის ვადა 1 წლამდე იზრდება. კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოში მიმართვის სამთვიანი ვადა ხანდაზმულობის სხვა ვადებთან შედარებით ძალიან მცირეა და საქმის მასალების მოსამზადებლად საკმარისი არ არის.


 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10% -სამუშაო ადგილზე.

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker