Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-04-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე დამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

 

 

„გაცნობებთ რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას.(მალე გაცნობებთ საით გამიწევია.)

მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.

 

მიუხედავად იმისა რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა რომ ის ადამინი ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

 

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია რომ სხვადასხვა სახის გამოწვევბს უბრალოდ ვეღარ გავუმკავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause) ყველაფერს გაუმკლავდები. (ბუნებრივია იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

 

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

 

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა : ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულსხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე“ – წერს სოფო ჯაფარიძე.

 

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker