Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

Category: Gender policy 
2019-04-09

ინდოეთის მმართველმა პარტიამ „ბხარატია ჯანატამ“ (Bharatiya Janata Party) პირობა დადო, რომ საპარლამენტო არჩვნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ორპალატიან პარლამენტში ქალებისთვის 33%-ან კვოტას დააწესებს.

 

"მთავრობის ყველა დონეზე ქალთა კეთილდღეობას და განვითარებას მიენიჭება პრიორიტეტი და მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილების გზით პარლამენტში შემოიღებს ქალებისთვის 33% კვოტას", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

ინდოეთის ოპოზიციური პარტიის „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, რაჰულ განდიმ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი პარტია შემოიღებს ქალებისთვის 30% კვოტას.

 

 

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება და შვიდ ეტაპად ჩატარდება.

 

 

ინდოეთის პარლამენტი — ინდოეთის უმაღლესი ფედერალური საკანონმდებლო ორგანოა. ის შედგება პრეზიდენტისა და ორი პალატისაგან: ქვედა პალატა - ლოკ-საბჰა (სახალხო პალატა) და ზედა პალატა - რაჯია-საბჰა (შტატების საბჭო). ლოკ-საბჰა შედგება 552, ხოლო რაჯია-საბჰა 250 დეპუტატისაგან.

 

ნებისმიერ პარტიას ან კოალიციას, სულ ცოტა 272 მანდატი სჭირდება ახალი მთავრობის შექმნისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალები ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენენ, მათი წარმომადგენლობა ლოკ-საბჰაში 11.6%, ხოლო  რაჯია-საბჰაში 11% შეადგენს.

 

2010 წელს კანონპროექტი ქალებისთვის კვოტის შემოღების შესახებ ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატას გადაეცა, მაგრამ მას შემდეგ მისი განხილვა შეჩერებულია. ბოლო არჩევნებში კი 8,251 კანდიდატიდან მხოლოდ 668 ქალი იყო.

 

ამჯერად, მოსალოდნელია, რომ ინდოეთში არჩევნებში მონაწილეობას 900 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

Chicago heads to the polls to elect city's first black woman as mayor

Lebanese women hail first female Arab interior minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

Newly-resurfaced video of Allison Mack purportedly shows how she tried to lure women into alleged sex cult

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker