Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საემიროებში Facebook- ზე შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, ბრიტანელ ქალს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

Category: It`s interesting to know 
2019-04-08

ბრიტანეთის მკვიდრი, ლალეჰ შაჰრავეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააპატიმრეს და უფლებადამცველთა განცხადებით მას ორწლიანი პატიმრობა და დიდი ოდენობის ჯარიმა ემუქრება. ქალს ბრალად ედება მისი ყოფილი მეუღლის Facebook- ზე „შეურაცხმყოფელი“ კომენტარის გავრცელება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

 

ისტორია, რომლის გამოც შაჰრავეში დააპატიმრეს, 2016 წელს დაიწყო. ქალის ოჯახი დუბაიში რვა თვის მანძილზე ცხოვრობდა. ამის შემდეგ ლალეჰი ქალიშვილთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისი მეუღლე დუბაიში დარჩა და მალევე ინგლისში უნდა ჩასულიყო. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ქალმა ქმრისგან მოულოდნელად განქორწინების შესახებ საბუთები მიიღო.

 

განქორწინების შემდეგ, შაჰრავეშმა ყოფილი ქმრის ახალი ქორწინების სურათები Facebook- ის გვერდზე ნახა და ინგლისიდან კომენტარები დაუტოვა.

 

 

 

ამ ფაქტის მერე, რამდენიმე წელი ლალეჰ შაჰრავეში ქალიშვილთან ერთად ინგლისის ქალაქ რიჩმონდში ცხოვრობდა, სადაც უსახლკაროთა თავშესაფარში მუშაობდა.

 

2019 წლის მარტის დასაწყისში კი გაიგო, რომ ყოფილი ქმარი გულის შეტევით გარდაიცვალა და შვილთან ერთად მეუღლის დაკრძალვაზე დუბაიში გაემგზავრა. თუმცა, ლალეჰ შაჰრავეში მის არასრულწლოვან შვილთან ერთად პოლიციამ აეროპორტში დააპატიმრა.

 

გაირკვა, რომ კაცის ახალმა მეუღლემ 3 წლის წინ გაკეთებული კომენტარის გამო პოლიციას მიმართა. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი კანონი კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ, რომლის თანახმად სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.

 

უფლებადამცველების განცხადებით,  ლალეჰ შაჰრავეშის სასამართლო 11 აპრილს გაიმართება. მისი შვილი კი ინგლისში გაემგზავრა, სადაც ახლა ნათესავებთან ცხოვრობს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker