Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სომხეთის პრემიერის მეუღლე მოუწოდებს აზერბაიჯანელ ქალებს მშვიდობიან ინიციატივას შეუერთდნენ

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-04-05

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკოპიანი გამოვიდა ინიციატივით „ქალები მშვიდობისთვის“  და აზერბაიჯანელ ქალებს მოუწოდებს ამ აქციას შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ JAMnews-ი ავრცელებს.

 

მედია საშუალების ცნობით, პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის მეუღლე აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც აშშ-ს კონგრესმენებთან და „კარნეგის“ ფონდის ექსპერტებთან გამართული შეხვედრების დროს საკუთარი ინიციატივა „ქალები მშვიდობისთვის“ გააცნო.

 

“როგორც ქალსა და დედას, მჯერა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამინის სიცოცხლეა. კონფლიქტში მრავალი ახალგაზრდა იღუპება. ჩვენი ინიციატივის მიზანს ამ სიკვდილის აღკვეთა წარმოადგენს“- განაცხადა ანა აკოპიანმა.

 

ანა აკოპიანმა ასევე განმარტა, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად აუცილებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ქალები გაერთიანდნენ:

 

„თუკი ქალები გაერთიანდებიან და იტყვიან, – ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს; თუკი იტყვიან, – ძალები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსინჯეთ, – მაშინ მათი ხმა შესმენილი იქნება“.

 

ანა აკოპიანმა ინიციატივა „ქალები მშვიდობისთვის“ პირველად 2018 წლის ივლისში ცნობილ რუს ქალებთან შეხვედრისას წარადგინა, რომლიბიც მას შეუერთდნენ. 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker