Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თავდაცვის მინისტრი ეკატერინე ქვლივიძის ბრალდებებს პასუხობს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-04-04

სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის ბრალდებებს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პასუხობს.

 

ლევან იზორია ამბობს, რომ ეკატერინე ქვლივიძეს არ ჰქონდა უფლება უმიზეზოდ დაეტოვებინა სამხედრო სამსახური და სწორედ ამის გამო დაეკისრა მას ფულადი სანქცია.

 

მინისტრი არ იზიარებს ოპონენტების შეფასებას, რომ თავდაცვის უწყება მფრინავის დისკრედიტაციას ცდილობს. ამის დამადასტურებლად კი ლევან იზორიამ ის სწავლებები მოიყვანა, რაც ეკატერინე ქვლივიძემ აშშ-ში გაიარა.

 

მინისტრის თქმით, აშშ-ში სწავლების დასრულების და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის უწყებამ მფრინავთან კონტრაქტი გააფორმა, სადაც ასევე, აღნიშნული იყო, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მას ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.

 

ამ სანქციების დაკისრებას თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობით ხსნის და ამბობს, რომ ქვლივიძემ დისკრიმინაციაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმე სასამართლოში შევიდა.

 

„ამ კურსის განხორციელება აშშ-ს დაუჯდა 51 ათასი დოლარი, პლუს, მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენს თავდაცვით ბიუჯეტს ათეულობით ასევე დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, ამ შემთხვევაში და ეს შემთხვევები, მარტო ამ ფაქტს არ ეხება, არამედ არსებობს ზოგადი ფორმა, რომ თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს მას მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს ამხელა თანხებთან არის დაკავშირებული. ის ვალდებულია, 8 წელი იყოს თავდაცვის ძალებს და ემსახუროს თავდაცვის ძალებს, მან ჩამოსვლისთანავე, მას შესთავაზეს ზუსტად იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო, თუმცა 4 თვის შემდეგ, პირადი სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ მან მოაწერა ხელი გაფრთხილებას, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის, მაინც მოაწერა ხელი, ამის ახსნის გარეშე და ეს ყველაფერი ხდება ერთი წლის წინ და დღეს, ამ ერთი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის მოემართა, თუ ასეთ ფაქტს, ჰქონდა, დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი,"-განაცხადა იზორიამ.

 

 

 

ლევან იზორია მზაობას გამოთქვამს, რომ მფრინავს პირადად გაესაუბროს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ამ საქმის გასაჯაროების მიზანი გასაგებია.

 

 

„ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც კანონი გვავალდებულებს და თუ ჰქონდა დისკრიმინაციას ადგილი, მას შეეძლო ამ ერთი წლის განმავლობაში სადმე, თქვენთან მაინც, ახლა რომ გადაწყვიტა, ახლა იცით, რატომ გადაწყვიტა, როდესაც სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

 

დღეს, 4 აპრილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, სამინისტროდან წასული მფრინავი ქალი სტუმრის სტატუსით არ შეუშვეს. მფრინავი უწყების თანამშრომლებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

 

 

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, სხდომაზე არშეშვების მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "რისკების გამორიცხვა" დაასახელა.

 

 

 

სამხედრო მფრინავი, ეკა ქვლივიძე ამტკიცებს, რომ უწყებაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა და თავდაცვის სამინისტრო დაეტოვებინა. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კი სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა და ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის სახით 28 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვს.

 

 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ქვლივიძე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი და 11 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეკატერინეს მოვალეობაში საფრენოსნო დავალებების შესრულება, მედესანტეების კონკრეტულ წერტილზე გადაყვანა და საშტბო საქმიანობის შესრულება ევალებოდა. 2016 წელს თავდაცვის მინისტრმა ეკატერინე ქვლივიძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. 2017 წელს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამზადებელ კურსს გადიოდა და დაბრუნების შემდეგ წოდებრივად დააქვეითეს.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker