Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული დისკრიმინაციის გამო პირველმა სამხედრო მფრინავმა ქალმა თავდაცვის სამინისტრო დატოვა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-03-27

სამხედრო მფრინავი, ეკა ქვლივიძე ამტკიცებს, რომ უწყებაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა და თავდაცვის სამინისტრო დაეტოვებინა. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კი სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა და ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის სახით 28 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვს. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

 

ქვლივიძე საქმით დაინტერესებისკენ  სახალხო დამცველს მოუწოდებს.

 

"არ ვიყავი სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებული რაც იმას ნიშნავდა, რომ ვერ შევძლებდი მთელი წლის განმავლობაში ფრენას, რაც თავად მეთაურმაც დამიდასტურა პირადად რომ გავესაუბრე. მოსაზრება გახლდათ ესეთი, რომ არსებული მცირე რესურსების ჩემში დახარჯვას აზრი არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ მე ქალი ვიყავი და ჯობდა სხვებში ყოფილიყო ეს რესურსები გათვლილი. იძულებული გავხდი რომ დამეწერა პატაკი და წამოვსულიყავი. ისეთი ოქროს ფონდის გადინება ხდება, უკვე ქვეყნიდან, საგანგაშო ამბავია, ასეთი მომზადებული ხალხი რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტია დახარჯული, ამ ხალხს არ უნდა ვუქმნიდეთ ჩვენ იმ პირობებს, რომ იძულებულები გახდნენ და წავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ვარ მე, რომელიც ყველანაირად დისკრიმინირებულია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან,"-აცხადებს ეკა ქვლივიძე.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მფრინავის ეკატერინე ქვლივიძის უფლებებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” დაიცავს. ორგანოზაციის იურისტის განცხადებით, ისინი საჩივრის შინაარსს არ ეთანხმებიან და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ითხოვენ.

 

 

ეკატერინე ქვლივიძე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი და 11 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეკატერინეს მოვალეობაში საფრენოსნო დავალებების შესრულება, მედესანტეების კონკრეტულ წერტილზე გადაყვანა და საშტბო საქმიანობის შესრულება ევალებოდა. 2016 წელს თავდაცვის მინისტრმა ეკატერინე ქვლივიძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. 2017 წელს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამზადებელ კურსს გადიოდა და დაბრუნების შემდეგ წოდებრივად დააქვეითეს.

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker