Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მეზვრიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები მამაკაცურ და ქალურ თანამდებობებზე

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-03-26

თბილისში გაიმართა ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომლის ორგანიზატორები გახდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და USAID-PROLoG-ი.

 

 

ფორუმში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა მიიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

„მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ... დღეს ჩვენ გვყავს ქალები მართლწესრიგის ოფიცრებად, ქალები პატრულ-ინსპექტორებად, ქალები მესაზღვრეებად, ქალები დეტექტივებად, ქალები, რომლებიც ბადრაგის ფუნქციებს ასრულებენ. ეს ადამიანები ატარებენ იარაღს, დასდევენ დამნაშავეებს, იცავენ საზღვარს და ისეთივე წარმატებით იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორი წარმატებითაც ფორმიანი მამაკაცები. ამიტომ ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც "მამაკაცური" და "ქალური" თანამდებობები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ და უნდა დავამსხვრიოთ იმ მაგალითებით, რომელ მაგალითსაც მე და სხვა პოლიციელი ქალები წარმოვადგენთ.

 

 

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და მაგალითი მივცე პირველ რიგში პოლიციელ ქალებს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები. არ არსებობს მწვერვალები, რომლის დაპყრობაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ სამწუხაროდ, ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე ვიდრე მამაკაცებს“-  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ქალთა გაძლიერების ფორუმზე.

 

 

ქალთა გაძლიერების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ.

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker