Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოში ძლიერდება სოციალური კამპანია #NoMakeUp

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-03-25

3 წელია, რაც მომღერალმა ალიშა კისმა წამოიწყო სოციალური კამპანია  #NoMakeUp და დღემდე მისი ხელშეწყობითაა დაკავებული. მისი აზრით კამპანია ეხმარება ადამიანებს მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც სინამდვილეში არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთ-ერთ გამომცემლობასთან ინტერვიუში ალიშამ განაცხადა, რომ თანამედროვე ადამიანები ზედმეტ ყურადღებას უთმობენ სხვის აზრს და შედეგად საკუთარ თავს ნორმალურად ცხოვრებისა და განვითარების უფლებას არ აძლევენ. მაკიაჟზე უარის თქმა კი პირველი ნაბიჯია საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნის გზაზე. ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლების მოპოვება.
„ადრე მეშინოდა, რომ ტონალურისა და პომადის გარეშე გადამიღებდნენ. მაგრამ დავიღალე საკუთარი თავის დამალვით“, - განაცხადა მომღერალმა.

 

 

 

 

 

 

წელს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა და მასში სხვა ცნობილი სახეები ჩაერთვნენ.

 

 

ამდენად, ბრიტანელმა მომღერალმა ჯეს გლაინმა Brit Awards-ზე გამოსვლის დროს მაკიაჟი მოიშორა და სიმღერა "ხუთშაბათი" შეასრულა, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს ეძღვნება. "არ შეიცვალო არავისთვის!" - მოუწოდა გლინმა მსმენელებს სცენიდან.

 

 

 

ბრიტანული ავიაკომპანია Virgin Atlantic, რომელიც ამ დრომდე მკაცრი დრესკოდით იყო ცნობილი და არ შეუცვლია ისინი 1984 წლიდან, ქალ ბორტგამცილებლებს არჩევანის თავისუფლება მისცა. მათ მაკიაჟისა და ქვედაკაბის ტარების ვალდებულება აღარ ექნებათ და სამსახურში საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვას ჩაცმულობითაც შეძლებენ.

 

 

 

 

სამხრეთ კორეაში უნივერსიტეტის სტუდენტმა ხელი შეუწყო  დებატების ინსპირირებას, რომელიც ქვეყანაში გაბატონებულ ყოველდღიურ სექსიზმს ეხებოდა.

 

 

 

ინიციატივა მზარდი მოძრაობის ნაწილი გახდა. გოგონებმა დაიწყეს ფოტოების გამოქვეყნება, თუ როგორ იშორებენ  მაკიაჟს და  აგდებენ სანაგვეზე კოსმეტიკას. ფლეშმობი გადაიქცა მოძრაობად, რომელსაც "კორსეტის გარეშე" ეწოდება და რომლის მთავარი მიზანია ბუნებრივი სილამაზის სტანდარტების დამყარება.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ქვეყანაში მცხოვრებ 19-დან 29 წლამდე ყოველ მესამე ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვ გაკეთებული.

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker