Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი: "ახალი ზელანდია თქვენი სახლია“

კატეგორია: მოვლენები 
2019-03-18

ბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისჩერჩის ორ მეჩეთში მასობრივი თავდასხმის დროს მოკლულია 50 ადამიანი. მსხვერპლების ასაკი 3-დან 77 წლამდეა. 40 ადამიანი დაჭრილია, ზოგი მათგანი კი კრიტიკულ მდგომარებაშია.

 

 

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა განაცხადა, რომ ეს სია არ არის ოფიციალური და ჯერ უნდა მოხდეს იდენტიფიკაციის დასრულება.

 

არდერნმა ტრაგედია ტერორისტულ აქტად შეაფასა და ქვეყნაში იარაღის შესახებ კანონში სწრაფი ცვლილებებისკენ მოუწოდა. მან დაარწმუნა ქვეყნის მიგრანტები, რომ "ახალი ზელანდია მათი სახლია“ და რომ „ისინი ახალი ზელანდიელები არიან".

 

"ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ყველაზე საშინელი მასობრივი თავდასხმაა ახალი ზელანდიის ისტორიაში“- განაცხადა ჯესინდა არდერნმა.

 

 

 

 

 

 

 

 

მსხვერპლს შორის არიან ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის, ინდონეზიის, მალაიზიის, ეგვიპტის და აშშ-ის მოქალაქეები.

 

 

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.

 

ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.

 

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, 3 მამაკაცი და ერთი ქალი, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ავსტრალიის მოქალაქეა.

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker