Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

3 კომპანია გახდა კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-03-12

11 მარტს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით, კონკურსის, „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ის კომპანიები გამოვლინდა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.


 

კონკურსის შედეგად შემოსული განაცხადები განიხილა დამოუკიდებელმა კომისიამ და გამოავლინა სამი გამარჯვებული კომპანია. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს ვილსონთან ერთად კონკურსის გამარჯვებული სამი კომპანიის: „ენერგო-პროს“, „ლიდერის“ და „ჯეპრას“ წარმომადგენლებს ჯილდოები გადასცა.


 

 

 

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი, მიზნად ისახავს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ პოპულარიზებას საქართველოში.


 

კონკურსი განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით.

 

 

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker