Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უზბეკეთში სია, რომელიც ქალებისთვის აკრძალულ პროფესიებს შეიცავდა გააუქმეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-03-11

2019 წლის 1 მაისიდან უზბეკეთში ქალები შეძლებენ მუშაობას იმ პროფესიებში, რომლებიც დღემდე მათთვის აკრძალული იყო, მაგალითად: სამთო, ნავთობგადამამუშავებელ, გაზისა და ფოლადის მრეწველობაში.

 

 

ამის შესახებ ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 2019 წლის 7 მარტს უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა გამოსცა.

 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას პროფესიების ნუსხა, რომლებიც ზიანს აყენებს ქალების ჯანმრთელობას.

 

1999 წელს მიღებული კანონმდებლობით უზბეკეთში ქალებისთვის 44 პროფესია იყო აკრძალული, მათ შორის: მყვინთავის, მბურღავის, მტვირთავის და ა. შ.

 

 

პრეზიდენტის განკარგულებაში ასევე ნათქვამია მამებისთვის დეკრეტული შვებულების შესახებ, რომლის თანახმად თუ მშობელი მამა არანაკლებ სამი თვის განმავლობაში გამოიყენებს დეკრეტულ შვებულებას, ერთ-ერთ მშობელს უფლება ექნება დამატებით მიიღოს ანაზღაურებადი შვებულება ერთი თვის ვადით.  

 


პრეზიდენტმა ასევე დაავალა შესაბამის უწყებებს მოამზადონ კანონპროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ " და "მამაკაცთა და ქალთა თანაბარი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების გარანტიების შესახებ".

 

უზბეკეთის ქალთა კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნება სპეციალური ინსტიტუცია- გენდერული თანასწორობის დაცვის კომისია.

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker